(ალია) თემურ შაშიაშვილი: ეს კანონი მიიღეს ივანიშვილის გავლენით თუ ხათრით… ახლა იძახიან, შეგვეშალა, შევცდითო “

temuri“ალიას” ესაუბრება პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი

ბატონო თემურ, თქვენ ბიძინა იცანიშვილის წერილი წაიკითხეთ?
– წავიკითხე და გული მწყდება… მე არ ვარ ბიძინა ივანიშვილისადმი მტრულად განწყობილი. ეს არის პიროვნება, რომელმაც ბევრი გააკეთა საქართველოსათვის და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ ის შევიდა იმ სფეროში,რომელიც არ იცის. ადამიანებს არ იცნობს, პიროვნებებს არ იცნობს, ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: ვინც კი წარმოგვიდგინა, ყველაზე იძახის, შევცდიო. მოიყვანა გამოუცდელი პრემიერ – მინისტრი, ამტკიცებდა, წარმატებულიაო და ეს კაცი საერთოდ გაქრა, არსად აღარ ფიგურირებს. თუ წარმატებული იყო, მაშინ სად არის? პრეზიდენში შევცდით, ქალაქის მერში შევცდით, ვინ გაგვიმართლა? არავინ!
შეიძლება იცოდე საბანკო საქმე, ბიზნესი, ბუღალტერია, მაგრამ პოლიტიკა სხვა საქმეა – ბანკირის თვალით ყურება პოლიტიკაში არის დამღუპველი.

– ახლა რამდენიმე თვეში ვდგებით კიდევ რის საშიშროების წინაშე? ისევ შეიძლება შეცდეს ბევრ რამეში?

– არაფრის საშიშროების წინაშე არ ვდგებით. ყველა საშიშროება უკვე თავს დაგვატყდა. ბატონი ბიძინა იძახის, კადრების საკითხში არ ვერევიო, ერევა კი არა, თავად მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები არიან დიდ გაუგებრობაში და მარჩიელობენ, რა მოეწონება ან არ მოეწონება ივანიშვილს . მითხარით ერთი პიროვნება, რომელიც მისი ბანკიდან ან მისი გარემოდან არ დაინიშნა თანამდებობაზე, მე არ ვიცნობ ასეთ ხალხს. თავის დროზე შეურაცხყოფაც მოგვაყენა, როცა თქვა, ვინც კარგი იყო, ყველა მოვიყვანე პარლამენტშიო. ვინც გარეთ ხართ, ვინ ხართ, საერთოდ ვერ გავიგეო. იმის გამო, რომ გარეთ დარჩენილებს დამოუკიდებელი აზრი გვაქვს, ტაშს არ ვუკრავთ, ფეხქვეშ ვერ ვეგებით, ვერ ვუმღერებთ, ვერ ვუცეკვებთ, გვჭირს ამისთანა უბედურება და გადაკეტილი გვაქვს ყველა გზა. მარტო ჩვენზე არ არის საუბარი, ინტელიგენციაც გარიყულია. ამას წინათ ერთი ცნობილი პიროვნება შემხვდა და მეუბნება, ყველა სოფელი ფეხით შემოვიარე, ესენი რომ მოსულიყვნენ, მართლაც მოვიდნენ და მას მერე თვალით არავინ მინახავსო. ყველა ასეთ მდგომარეობაშია.
კი მაგრამ, ამ ხალხმა თავი რომ გადადო, არ უნდა მოიკითხო, სად არიან, რას აკეთებენ, და როგორ არიან? ამ ცნობილმა ადამიანებმა რა მიიღეს? ისინი თავის დროზე დადიოდნენ და დაპირებებს არიგებდნენ. ახლა ეს პიროვნება მეუბნება, ქუჩაში ვეღარ გამოვდივარ, რაღაცეებს რომ გვპირდებოდი, ახლა რას დადიხარ გაჩუმებული, ხმას რატომ არ იღებო? არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჩააყენო ადამიანები!

კიდევ ერთი საკითხი, ყველა თანამდებობის პირში შევცდით, ამ პარლამენტარებმა მიიღეს კანონები და ახლა იძახიან, შეგვეშალაო, თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონი ავიღოთ, ახლა ყველა ლაპარაკობს, არ გვინდოდა, მაგრამ მაინც მიგვაღებინესო. ეს კანონი მიიღეს ივანიშვილის ზეწოლით თუ ხათრით, ეს არის საქმე?! რაც უფრო მეტი ფულიანი მოდის პოლიტიკაში, მით უფრო იბოჭება სიტუაცია და მძიმდება მდგომარეობა.

– ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს და ბოლოს ისევ მივდივართ ამერიკელებამდე, თუ არ მიიღებენ ამგვარ კანონებს, მაში ნ თბილისში მოაწყობენ “მაიდანს” აგერ იან კელის განცხადება არ ნახეთ?

– ვერაფერს ვერ მოგვიწყობენ. თუ ამერიკის ელჩის განცხადების პოლიტიკოსები დაუპირისპირდებიან ბოლოს და ბოლოს ღირსება ხომ უნდა გვქონდეს? ამავე ელჩის მიერ გაბრიყვებული ნიკა გვარამია რა განცხადებებს აკეთებს, ეს რას ჰგავს? ღირსეული პასუხი გასცა პრემიერ-მინისტრმა კაცი რომ იყოს კომენტარს გავაკეთებდიო. აი, აქამდე მიიყვანეს საქმე! თუ ჩვენ საქართველოს არ დავიხსნით მორჩილებისაგან, მაშინ არაფრის ღირსნი არ ვართ. თავის დროზე ამერიკელებმა მეც შემომთავაზეს რაღაცეები, ქუთაისს “შაშინგტონი” ერქვა, ღონისძიება არ ტარდებოდა საელჩოში, რომ არ მივეწვიე. მაგრამ როგორც კი დაინახეს, ეს ადამიანი ეროვნულ განწყობაზეაო, შორს დაიჭირეს. მე ყველა მეზობელთან და ყველა ქვეყანასთან მინ და კარგი ურთიერთობა. მაგრამ არა ქართული ინტერესების საზიანოდ. ახლა გავიგე, ერთ ერთ ფულიან პარტიას ფოტოგრაგი ჩამოუყვანია ტალინიდან, არჩევნებამდე უნდა დარჩეს აქ და უხდიან 300 ათას დოლარს.

– ალბათ მას სხვა ფუნქციებიც აკისრია, თორემ ისეთი რა ფოტოგრაფია, რომ 300 ათასი გადაუხადონ?

– ამხელა ფულს რომ იხდი, ხომ გასაგებია, რაც მოხდება? როცა ამდენი იხარჯენა, ეს ფული ხომ საქართველოში არ არის მოპოვებული, ხომ ვიცით? შეიძლება, გარედან შემოსულმა შავმა ფულმა იქ ეროვნული საქმე გააკეთოს? მე ისიც მოვისმინე, ერთ-ერთ პარტიის ლიდერისაგან, ვაიმე, ამერიკის ელჩი შემხვდაო, მხარს მიჭერსო, დღეს ძალიან ბევრი დარბის, ამ ელჩის გარშემო, სანამ საქართველოში არ იქნება ეროვნული თანხმობის პარლამენტი, მანამდე არაფერი გვეშველება.

– ეს რას ნიშნავს?
– ჩვენ უახლოეს ხანში გამოვიტანთ ამ კონცეფციას. დღეს პარტიებს გარეთ უფრო ღირსეული ადამიანები არიან,. ვიდრე პარტიებში.

– ხომ იცით, რომ ჩვენთან კონცეფციები და პროგრამები საერთოდ არ აინტერესებთ?
-გეთანხმებით, დღეს ჩვენ რაღაც სხვა ენაზე ვლაპარაკობთ, მიდის გინება, ლანძღვა არ აქვს მნიშვნელობა, კაცია, ქალი, ბავშვია. ხალხს ეს მოსწონს.

მეც მაგას ვამბობ
– საერთოდ, ბრმად ტაშის დამკვრელებ,ა დააქციეს ეს ქვეყანა. ხომ არ შეიძლება ამ მარაზმს ვუყუროთ მუდმივად? თუ ჩვენ არ დავამთავრებთ , არასდროს არ დამთავრდება და ვიცხოვრებთ ქაოსში!

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *