(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: გასამართლდეს დღემდე არსებული ყველა რეჟიმი! ქვეყანაში იყოს არა ე.წ. ბელადებისა და ფულიანთა ძალაუფლება, არამედ – ნიჭის ძალაუფლება

news_71964ქვეყნის ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმი ქართული პოლიტიკური გუნდის ფორმირებასთანაა დაკავშირებული, – აცხადებს პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი. მისი თქმით, „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ ფორმირების კონცეფციის საინიციატივო ჯგუფის წევრები სახელმწიფო კაცებთან, მოღვაწეებთან და პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს სწორედ ამ განწყობით აწარმოებენ.

„ეროვნული თანხმობის პარლამენტი“ სრულიად განსხვავებული ფენომენია, ვიდრე დღეს არსებული კოჰაბიტაციის პარლამენტი, რადგან ეროვნული თანხმობა და  კოჰაბიტაცია თვისობრივად სრულიად განსხვავებული მოვლენებია. პირველი – აღმშენებელი, მეორე – დამანგრეველი, ეროვნული თანხმობის უპირველესი საყრდენი სამართლიანობაა. ხაზს ვუსვამთ, სამართლოანობა და არა სამართალი. სამართლიანობა ზნეობრივისა და სამართლებრივის ერთობლიობაა ზნეობრივის პრიმატით. კოჰაბიტაცია კი არის ზნეობრივის უგულებელყოფა  და სამართლებრივი კომპრომისი ერთად.

როცა ჩვენ ვფიქრობთ „ეროვნული თანხმობის პარლამენტზე“ სამართლიანობის გზით, ეს უპირველესად, ნიშნავს: ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ მისთვის წართმეული პარლამენტი;

შეცდომად და დანაშაულად შეფასდეს 1991 წლის შეიარაღებული გადატრიალება და ე.წ. „ვარდების რევოლუცია“; გასამართლდეს დღემდე არსებული ყველა რეჟიმი, „ნაციონალურის“ ჩათვლით; ქვეყანაში იყოს არა ე.წ. ბელადებისა და ფულიანთა ძალაუფლება, არამედ – ნიჭის ძალაუფლება. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პირველს აირჩევს“ , – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=43351

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *