(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: შეცდომა და დანაშაული იყო 1991 წლის შეიარაღებული აჯანყება და 2003 წელს აჯანყებით ხელისუფლების შეცვლა

fgპარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი  მიიჩნევს, რომ ქვეყნისათვის სამი რამაა მთავარი: სამართლიანობა ერთობა და პროგრესი.

„სამართლიანობაში მხოლოდ ადამიანებისთვის წართმეული ქონების დაბრუნება არ იგულისხმება. რა თქმა უნდა, წართმეული უნდა დაბრუნდეს, მაგრამ უპირველესია, ხალხს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო დაუბრუნდეს.

სამართლიანობა დაიწყება, როცა ვიტყვით, რომ შეცდომა და დანაშაული იყო 1991 წლის შეიარაღებული აჯანყება; 2003 წელს იმ ფორმით ხელისუფლების შეცვლა; ამ ხნის განმავლობაში დანაშაულებრივ რეჟიმის თმენა და ჩვენი ქვეყნის გარე მეგობრებისგან იმ რეჟიმის მხარდაჭერა,“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *