„თეთრებმა“ „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ ფორმირების  საინიციატივო ჯგუფის მიმართვა მიიღო

13473949_550028055179166_1846175331_nდღეს, პარტია „თეთრებმა“ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის „ეროვნული თანხმობის პარლამენტის ფორმირებისთვის“ მიმართვა მიიღო.  მიმართვაში. რომელსაც ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი, პროფესორი რამაზ ლომინაძე, ნათქვამია:

„კიდევ ერთხელ  ვადასტურებთ  15 ივნისს სასტუმრო თბილისი მერიოტში საზოგადოებრიობის მონაწილეობით ჩატარებული კონგრესის განწყობას , და  გიგზავნით   18 ივნისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული  დოკუმენტს  „ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს”„დოკუმენტში  ჩამოყალიბებული პრინციპებიდან  გამომდინარე,  ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის

საინიციატივო ჯგუფის წევრები აგრძელებენ  შეხვედრებს მოსახლეობის წარმომადგენლებთან და საზოგადოების წარმოჩინებულ პიროვნებებთან, რათა გაეცნონ მათ განწყობას, თუ ვის ხილვას  ისურვებდნენ ისინი მომავლის საქართველოს პარლამენტში“

„უფრო ქართული, სამომავლო დოკუმენტი,  ქვეყნისთვის მომართული,   მე არ მინახავს  საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილი, – განაცხადა  „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, ის იმედს გამოთქვამს, რომ  დოკუმენტის ავტორების, მეცნიერებისა და  მოღვაწეების  შემოთავაზებას  პარტიები მოუსმენენ და გაიზიარებენ.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

21.06.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *