(sazogadoeba) თემურ შაშიაშვილი: ჩვენი ღვთივბოძებული პოტენციალი, ჩვენი გეოგრაფია ჩვენი დამონების საბაბი გახდა…

temuriხელისუფლება იზომება იმის მიხედვით, მოჰყავს თუ არა მოქმედებაში ქვეყნის პოტენციალი . საქართველოს დღეს  აქვს  უაღრესად  დიდი ინტელექტუალური პოტენციალი და ჰყავს  წარმოუდგენლად  ძლიერი ადამიანური  რესურსი,” – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

„თეთრების“ ლიდერის აზრით, ქვეყნის გარეთ წასულთა სახით ისეთი  დიდი პოტენციალი აქვს, რომლის გამოუყენლობა არის დანაშაული. რადგან ამ ადამიანებმა რეალურად იციან, რას ნიშნავს რეალური ევროპა, ამერიკა, რუსეთი. განსაკუთრებულად ხაზგასასმელია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მდიდარი პოტენციალი  და  და რაც უმთავრესია, ქვეყნის გეოგრაფიული პოტენციალი.

„ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო გეოგრაფია  ექცია პოლიტიკად,  არის დავით აღმაშენებელი. მთელ მსოფლიოს უთხრა, არავის არ დაგიპირისპირდებით, მაგრამ თავზეც არ დაგისვამთო. დღეს კი  ჩვენი ღვთივბოძებული პოტენციალი, ჩვენი გეოგრაფია ბოლო ხანს ჩვენი დამონების საბაბი  გახდა,“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=44042

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *