თემურ შაშიაშვილი იზიარებს მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივას  ალტერნატიული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების  შესახებ  

 

14„თეთრების“ ლიდერი იზიარებს მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივას ალტერნატიული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესახებ.

„საჭიროა დათათბირება ქვეყანაში შექმნილი რეალური მდგომარეობის  შესახებ და მომავლის ხედვასთან დაკავშირებით,   – აცხადებს  „თეთრების“  ლიდერი,  –  ერთის მხრივ, ხელისუფლება, არა მარტო  დღეს არსებული ,  არამედ,  დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება, ამტკიცებენს, რომ მუშაობს  წარმატებულად,  ქვეყანაში დიდი აღმავლობაა, სოციალური მდგომარეობა კი უმჯობესდება,   ოპოზიციის  წარმომადგენლები   სრულიად  საპირისპიროს  ამბობენ, რომ დაიქცა, დაინგრა ქვეყანა. სწორედ   ამიტომ გამოდის   მეცნიერთა  ჯგუფი    ამ კონფერენციის  ჩატარების   ინიციატივით  და  კარგი იქნება თუ ხელისუფლება მიიღებს ამ შეთავაზებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩვენ ჩავატარებთ და გამოჩნდება ტელევიზია, რომელიც ამ ღონისძიებას გააშუქებს“

„თეთრების“ ლიდერის თქმით, კონფერენციაზე ყველა პარტიამ უნდა წარმოადგინოს თავისი ხედვა ქვეყნის  ეკონომიკური  მდგომარეობისა და მომავლის   თაობაზე.  მოხსენებით კი არა პარტიის ლიდერები, არამედ  მეცნიერები, ექსპერტები და პარტიების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები უნდა წარსდგნენ . რადგან „თეთრების“ ლიდერის აზრით, მეცნიერებს განსხვავებული პატიოსნება და პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ.

„ ამ ფორუმის მოწვევის  მნიშვნელოვანი   მიზანია  ის, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ     პარტიების წარმომადგენლები, იქნებიან და დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები და  მოსახლეობას მიეცემა საშუალება, დაინახოს, ვინ ტყუის, ეს პოინციპული საკითხია რადგან არჩევნებში მუდმივად  იმარჯვებენ სოციალური დემაგოგები“.

პრესკონფერენცია:პოზიცია მომავლის საქართველოს კონცეფციასთან დაკავშირებით კონფერენციის მოწვევის თაობაზე

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *