ჩემი ოჯახის დიდი რელიქვია

r.inanishvili - z.bolqvadzeდღეს, მწერალთა სახლში, ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის, ზაურ ბოლქვაძის გახსენების საღამოა. მადლიერებით მივიღე მოწვევა და ვიცი, რომ არა უბრალოდ საინტერესო, არამედ მრავალმხრივ დამაფიქრებელი საღამო იქნება მისი ქართული სულის შემოქმედების გამო. სრულად ვეთანხმები ცნობილი მოღვაწის, ნუგზარ ფოფხაძის შეფასებას, ბატონი ზაური მართლაც ლომი იყო პოეზიაშიც და მეგობრობაშიც

ვამაყობ, რომ ვიცნობდი პირადად, რომ დღესაც ვაგრძელებ მის ოჯახთან ურთიერთობას, მართლაც, საამაყო შვილი ჰყავს – მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, ელისო ბოლქვაძე. მქონდა პატივი, მის კონცერტებს დავსწრებოდი უცხოეთშიც და საქართველოშიც. ყოველთვის სიამაყის გრძობა მეუფლებოდა მისი დიდი შემოქმედების და მისდამი მსმენელთა განწყობის გამო.

ამ რამდენიმე წლის წინ, ჩვენს ოჯახში სტუმრად მოსულს, მისი მამის მიერ ჩემდამი მოძღვნილი ლექსის ხელნაწერი გადავეცი. საოცარი სიხარული დავინახე მის სახეზე, როცა მამის ნაწერს შეეხო. მამა-შვილობის დიდი მადლი, დიდი ქართული ტრადიციაა იმაში, რომ მამის საღამოზე სპეციალურად ჩამოვიდა პარიზში მცხოვრები ქალბატონი ელისო.

ასეთი ოჯახებით, ასეთი მამა-შვილობითაა ძლიერი საქართველო. ღმერთო უმრავლე ქვეყანას ტრადიციების პატივისმცემელი ოჯახები.

მწერალ ზაურ ბოლქვაძის ჩემდამი მოძღვნილი ლექსი ჩემი ბიოგრაფიის კარგი ნიშანსვეტი და ჩემი ოჯახის დიდი რელიქვიაა. მადლობა მას ამისათვის!

აქ შეგიძლიათ ნახოთ ბატონი ზაურის მიერ ჩემდამი მოძღვნილი ლექსის ხელნაწერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *