თემურ შაშიაშვილი: მიიღეთ ჩვენი თანადგომა

 

Screen-Shot-2016-07-16-at-12.22.15-AMთურქეთში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით, “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა მიმართვა გაავრცელა.

“დარწმუნებული ვარ, ისე როგორც მე და არაერთმა ჩემმა მეგობარმა პარტიაში თუ პარტიის გარეთ,  საქართველოში ბევრმა, წუხანდელი ღამე თეთრად გავათენეთ იმის გამო, რაც თურქეთში ხდებოდა.

სამწუხაროა, რომ ათა თურქის ქვეყანაში, რომელმაც  ბოლო ათწლეულებში მსოფლიოს უნიკალური მიდგომა შესთავაზა მოკლე ფორმულით:  „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“, ასეთი მღელვარების ცენტრში აღმოჩნდა.

ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ის მღელვარება და შეშფოთება , რომელიც  იქნება თურქეთში, ისტორიულად თუ ბოლო წლების  სოციალური სიძნელეების  გამო საქართველოდან წასულთა შორის.  ვის-ვის და მე და ჩემს მეგობრებს პარტიაში ეს განსაკუთრებულად გვაქვს გაცნობიერებული, რამეთუ ბოლო წლებში ჩვენ საუკეთესო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა.  არაერთგზის მითქვამს და ამ გაჭირვების ჟამს განსაკუთრებულად ვამბობ : თურქეთში მცხოვრებ ქართველობაში ძლიერდება ისტორიული ქართული განწყობა და ამაში ის დიდი ურთიერთობა  ამბობს მნიშვნელოვან  სიტყვას, რომელიც  ჩამოყალიბდა  თურქეთში  ისტორიულად  მცხოვრებ ქართველობასა და  ბოლო წლებში საქართველოდან ჩასულთა შორის.

მთელი ღამის   განმავლობაში  მხარდაჭერის  ძმური საუბარი მქონდა არაერთ მათგანთან . პირველი  მევლუდ ართვინლის შევეხმიანე.  დიდი კაცია. ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღავნელი…  იმ ცენტრის, რომელიც  ცნობილი მოღვაწის და წარმატებული კაცის ისმეთ აჯარის  პატრონაჟით  ფუნქციონირებს და დიდ   ქართულ საქმეებს აკეთებს. ასევე ძმურად  ვესაუბრე ითარ იმედაშვილს, ორჰან ბერიძეს, იბრაგიმ ართვინლს, ნინო ნაკაშიძეს სტამბულში,  მეთინ ულუდაგს ანკარაში ,  არჩილ ზოიძეს იზმითში,  და უამრავ ჩვენს ნამდვილ  მეგობარს.

ჩვენ თქვენთან ვართ, მეგობრებო!  ჩვენ იმ თურქების გვერდით  ვართ, რომელთაც გულწრფელად უყვართ საქართველო.  დარწმუნებული  ვარ, ეს გაუგებრობა რომელმაც დიდი ჩრდილი მიაყენა მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას – თურქეთს,  მალე დამთავრდება. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ზუსტად გაირკვევა,  რა მოხდა და ვისი მხარდაჭერით. გულწრფელად მინდა არ გამართლდეს თურქეთის პრეზიდენტის, ბატონ ერდოღანის  სიტყვები, რომელიც მსოფლიოს უდიდესმა  სააგენტომ  როიტერმა  გაავრცელა, რომ  სამხედროების ჯგუფმა, რომლებმაც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა განიზრახეს, ბრძანება პენსილვანიიდან მიიღეს. “  – ნათქვამია “თეთრების” ლიდერის მიმართვაში.
“თეთრების” პრეს-ცენტრი

16.07.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *