(ალია) თემურ შაშიაშვილი: “დავით აღმაშენებელი რომ ადგეს და გაცოცხლდეს, წამყვანი პარტიის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდება…”

“ერთ ამომრჩეველზე საჭიროა მინიმუმ, 5 დოლარი. თუ დახარჯავ ნაკლებს, სჯობს არ მიიღო მონაწილეობა არცევნებში. ქუთაისში ამჟამად არის 158 ათასი ამომრჩეველი და ეს უნდაგავამრავლოთ 5-ზე. რაც გამოდის 750 ათას დოლარზე მეტი. გესმით, რაზეა ლაპარაკო?”

14ფული, ფული და ფული, ამ არჩევნებს მოიგებს ის, ვინც დახარჯავს ყველაზე მეტ არმად ნაშოვნ ფულს, _ აცხადებს პარტია `თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი. როგორც ბატონი თემური აცხადებს `ალიასთან:, მისი პარტია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ორიგინალური ფორმით. თუ რა იგულისხმება ამ ორიგინალურობაში, ამაზე თავად გვესაუბრება:

_ ჩვენში ჩამოყალიბდა ასეთი სურათი: ოდითგან მოყოლებული, ვინც ყველაზე დიდ ტყუილს იტყვის, ირჩევენ იმას და მოვედით აქამდე. მომდევნო პარლამენტი არა მხოლოდ 4 წლით განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, არამედ, ეს არის ზღვარი იმისა, ჩვენ ვრჩებით, როგორც ეროვნული სახელმწიფო, თუ ვართ მხოლოდ ტერიტორია.

_ მე ვფიქრობ, მომავალი პარლამენტი დღევანდელზე უარესი იქნება, თქვენ რა პროგნოზი გაქვთ?

_ გეთანხმებით… საქართველოში 1992 წლის შემდეგ ყოველი პარლამენტი თავის წინამორბედზე უარესია. 1990 წელს შიგნით გაუგებრობა რომ არ დაგვმართნოდა, იყო ყველაზე კარგი შემადგენლობა. დაუკვირდით, მაშინ, ასე თუ ისე, სიტუაციას მართავდნენ პოლიტიკოსები. იმის შემდეგ პარლამენტი პარლამენტს ცვლის, იმის შემდეგ ფული, ფული და ფული. ეს დღეებია, ჩვენ ვართ რეგიონებში, ვხვდებით მოსახლეობას. მდგომარეობა არის კატასტროფული. ხალხის დიდი ნაწილი ან არჩევნებზე არ აპირებს მისვლას, ან კიდევ აპირებს ბიულეტენის გადახაზვას. მე ბიზინა ივანიშვილისადმი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ნამდვილად არ მომწონს, ეს ქვეყნისთვის დამანგრეველია.

———————————————————————————————————-

დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი კარვის ქალივით გამოდის და იცავს ივანიშვილს, რას ერჩითო? ამათ არ ესმით, რომ რიგითი მოქალაქეები გულწრფელად გამოთქვამენ წუხილს, მათ მართლა სჯეროდათ ამ ადამიანის და ახლა არიან იმედგაცრუებულები.

———————————————————————————————————–

ახლა გადავიდეთ სკანდალურ თემაზე: ჩვენ რამდენიმე კაცს ვთხოვეთ, გაეკეთებინათ ანალიზი იმის თაობაზე,

————————————————————————————————————

თუ რა ჯდება არჩევნებში მონაწილეობა ერთ რეგიონში, მაგალითად, ქუთაისში, ანუ რამდენი უნდა დახარჯოს ერთმა პარტიამ, რომ სავარაუდოდ ბარიერი გადალახოს? ერთ ამომრჩეველზე საჭიროა მინიმუმ 5 დოლარი. თუ დახარჯავ ნაკლებს, სჯობს, არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ქუთაისში ამჟამად არის 156 ათასი ამომრჩეველი და ეს უნდა გავამრავლოთ 5-ზე, რაც გამოდის 750 ათას დოლარზე მეტი. გესმით, რაზეა ლაპარაკი?

———————————————————————————————————–

ეს კიდევ არაფერი, არის პარტიები, რომლებიც ერთ ამომრჩეველზე ხარჯავენ 100-150 დოლარს. მე დავიანგარიშე ეს ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ ამ არჩევნებზე, მინიმუმ, უნდა დაიხარჯოს 2 მილიარდი დოლარი. ბევრი ჯიბეში ჩაიდებს ამ ფულს. როგორ ისარგებლეს ბიძინა ივანიშვილის ფულით 2012 წელს, ძალიან კარგად გვახსოვს. მაგალითად,

———————————————————————————————————–

დღეს 1 დეპუტატს ირჩევს 50 ათასი კაცი, ეს რომ გადავამრავლოთ მინიმუმზე, ანუ 5-ზე, მას სჭირდება 250 ათასი დოლარი. ახლა ვნახოთ, რას იღებს ერთი დეპუტატი 4 წლის განმავლობაში? თვეში საშუალოდ ვიანგარიშოთ 3 ათასი ლარი, თავი დავანებოთ სხვა სიკეთეებს, წლის განმავლობაში უწევს 36 ათასი, 4 წელიწადში უწევს 144 ათასი ლარი. თუ შენ ხარჯავ 250 ათას დოლარს და უკან იღებ 144 ათას ლარს, ეს ნორმალურია?

————————————————————————————————————–

დღეს ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს `ნაციონალური მოძრაობა~, მერე მოსდევს `ქართული ოცნება~, მესამე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის პარტია. ესენი არ კმაყოფილდებიან ერთ ამომრჩეველზე 5 დოლარით, გაცილებით მეტია. მე მაინტერესებს, ამ ხალს საიდან აქვს ამდენი ფული? მე ყველა ამომრჩეველს ვეუბნები: გეშინოდეთ იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვისი ფულით მოდიან. ვისაც ფული აქვს მიცემული, ესენი მომავალში იქნებიან მისი მონები.

_ `ქართული ოცნება~ ვის ფულს ხარჯავს, ვიცით, `ნაციონალებს~ საიდან აქვთ ფული, დაახლოებით ესეც ვიცით. დანარჩენებს მავანნი აფინანსებენ რუსეთიდან, თურქეთიდან თუ სინგაპურიდან, რა მნიშვნელობა აქვს? ერთი რამ ცხადია, ისე ფულს არავინ იძლევა.

_ დიახ, ისე ფულს არავინ იძლევა. მე გეუბნებით, ამდენი ფული რომ დაიხარჯება,

———————————————————————————————————–

ამდენ ფულს რომ დახარჯავს მაჟორიტარი, ის შემდეგ წესიერად იმუშავებს თუ ფულის ამოღებაზე იფიქრებს?

———————————————————————————————————–

ამ თანხების 80 პროცენტი ქვეყნის გარედანაა შემოსული. ფული ამერიკიდან, ფული _ ევროპიდან, ფული _ რუსეთიდან, თურქეთში ახლა მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ იქიდანაც შემოდის.

—————————————————————————————————————

 აქ ასამდე ბანკირია, აკეთებენ რაღაც ალიანსებს, ბლოკებს, აქვთ დიდი შეხვედრები და ცდილობენ, გაიყვანონ თავიანთი კანდიდატურები. გარკვეულ წრეებში ამბობენ, რა არის `ნაცმოძრაობისთვის~ და სააკაშვილისთვის 200 მილიონი? რა არის ბიძინა ივანიშვილისთვის 200 მილიონი? თუ სადმე ფულის ტომრები იყვნენ, მოგროვდნენ, ერთზე მითხრეს, პაატა ბურჭულაძის უკან ის დგასო, რომელიც შევარდნაძის დროსაც ფულის ტომრად იყო მიჩნეული. წყნეთში აქვთ შექმნილი რაღაც შტაბი, იკრიბებიან `ფულოსნები~ და წყვეტენ რაღაც ამბებს.

——————————————————————-  ———————————————–

ჩვენ შევიკრიბეთ, სიტუაცია გავაანალიზეთ და გადავწყვიტეთ, საქართველოს შევთავაზოთ ასეთი რამ: ჩვენ არც ერთ რეგიონში არ გვექნება არავითარი შტაბი, არ გვეყოლება არც ერთი წარმომადგენელი, რასაც შევძლებთ პრესით და ტელევიზიით, სულ ეს იქნება. იცოდეთ, ჩვენ სუფთად ვმუშაობთ, არც უცხოეთიდან შემოტანილი ფული გვაქვს და არც საქართველოში გვაძლევს ვინმე.

_ ბატონო თემურ, კულუარებიდან გავიგე, რომ ამ დღეებში შეიძლება რამდენიმე პარტიამ განაცხადოს, არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვიღებთ უფულობისა და არათანაბარი პირობების გამოო.

_ მეტსაც გეტყვით: ამ დღეებში ერთ-ერთმა მეცნიერმა, პროფესორმა რამაზ ლომინაძემ დაწერა წერილი, ანუ მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი, სადაც არის წინადადება, სანამ არჩევნებში გამოხვალთ, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადეთ, რომ საქართველო უდაბნოდ აქციეთ, მოდით, დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ, ვინ სჭირდება დღეს პარლამენტსო. ბატონმა რამაზმა ყველა პარტიას გაუგზავნა ეს წერილი, არავითარი რეაქცია, ერთმაც კი არ დაურეკა და არ უპასუხა!

_ ვის სცალია ახლა პროფესორების წერილების საკითხავად და დასარეკად?

_ ეს არის გადაბრუნებული აზროვნების ქვეყანა, ამიტომ ვართ ჩვენ ამ დღეში. დავით აღმაშენებელი რომ ადგეს და გაცოცხლდეს, წამყვანი პარტიის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდება.

—————————————————————————————————————-

ჩვენ პარლამენტში შეგვყავს იმიჯმეიკერების მიერ გალამაზებული ხალხი და არა ავტორიტეტები. ადამიანები, რომლებიც `ქართულმა ოცნებამ~ საგურამოში წარმოადგინა, ესენი აქ კანცელარიებში ჰყავდათ, მათი ახლობლები არიან. ერთი ბატონმა კვირიკაშვილმა დამისახელოს, ან გერმანიის ბუნდესტაგში, ან საფრანგეთის პარლამენტსი, ან იტალიის პარლამენტში 25-30 წლამდე დეპუტატი, 2-3 კაცი შეიძლება იყოს 40 წლამდე. ამიტომაა ეს ქვეყნები ძლიერი. შეიძლება, ასე `ისპეკულიანტო~ ახალგაზრდებით?

——————————————————————————————————————–

აქაც რადიკალიზმია, ორი უკიდურესობაა, ერთი ნაწილი ამბობს: ვახ, რა კარგი ხალხი წარმოადგინესო, მეორე ნაწილი იძახის _ `ნაცმოძრაობის~ კანდიდატები უკეთესები არიანო. ვინ ჰყავს `ნაცმოძრაობას~ უკეთესი? თურმე ორივე პარტია მიდის დასავლური კურსით. რა არის დასავლური კურსი, ადამიანმა ამერიკაში რომ დაამთავრა უნივერსიტეტი?  მე იმას კი არ ვამბობ, ამერიკაში განათლებამიღებული არ მოიყვანოთ-მეთქი,

——————————————————————————————————————

რას მეტრაბახები, გუშინწინ რომ ჰარვარდი დაამთავრე? ვინც ამერიკელებს სჭირდებათ, იქ იტოვებენ, ვისაც პოლიტიკურად ამზადებენ არასამთავრობოს ხაზით _ უშვებენ საქართველოში და აძლევენ დავალებებს. ამას ვეძახით ჩვენ დასავლურ კურსს.

——————————————————————————————————————-

ახლა წარმოადგინეს თამარ ჩუგოშვილი, რომელსაც არასოდეს უხსენებია არც პენსია და არც ის სტუდენტები, რომლებიც გაყარეს უნივერსიტეტებიდან ფულის გადაუხდელობის გამო.

————————————————————————————————————-

პრემიერი ამბობს, ჩუგოშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ბევრი რამ გვასწავლაო. ამიხსენით, რა გვასწავლა ჩვენ ამ ადამიანმა? მას არც კვირიკაშვილი შეიყვანდა სიაში და არც ივანიშვილი, რომ არ ჰქონდეს ამერიკელების მფარველობა.

—————————————————————————————————————–

ჩემზე უკეთესად იციან, რომ ის სიაში არ უნდა იყოს, მაგრამ რა ქნან? ამერიკელებს უწევენ ანგარიშს. კი, ბატონო, ამერიკა იყოს ჩვენი მეგობარი, მაგრამ თავზე ხომ არ უნდა დავისვათ? არც რუსეთი უნდა დავისვათ თავზე, ეს რა უბედურებაა?! ფაქტობრივად, ვართ კოლონია და კოლონიზატორებს ვეძახით მეგობრებს. ერთი მოდის ტყვიით, მეორე _ ფულით და ანტიქართული იდეოლოგიით. უკვე გაისმის გარკვეულ წრეებში, ქართველობა არა, ისა! სამწუხაროდ, `ქართულმა ოცნებამაც~ აიღო `ნაცმოძრაობის~ კურსი. რად გვინდა ჩვენ პარლამენტი, თუკი ქართულ საქმეს არ გააკეთებს? დღეს ეროვნული განწყობა ძლიერდება გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ხოლო საქართველოში ქართველობა ბევრს ჰგონია უბედურება. როდესაც `ნაცმოძრაობა~ ბასიშვილს ასახელებს კანდიდატად, მე უკვე ვიცი, რაც მოხდება. პარტიები ერთმანეთს ასე ელაპარაკებიან: ჩხუბი გინდათ? მიიღებთ ჩხუბს! ააა, ასეთი მომავალი გვინდა ჩვენ?! ჯერ არ მინდა, პიროვნებები დავასახელო, მაგრამ

———————————————————————————————————–

ვისზეც გავიგე, თუ ისინი სიებში იქნებიან, დაინგრევა ქვეყანა. ეს ბანდიტები და კრიმინალები როგორ უნდა შევიდნენ პარლამენტში?! ერთმა ადრე პოლიციას გახადა ტანსაცმელი და ქურდების წყალობით მოდიოდა, ახლა ისიც ჰყოლიათ სიაში.

—————————————————————————————————————-

მე არ გავჩერდები, კარდაკარ ვივლი და ყველას ვთხოვ, რომ ასეთები არ აირჩიონ. არა, ბატონებო, ასე არ გამოვა!

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *