„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა გაიმარჯვოს და ამით დამარცხდეს!

 

 imagesახლა “ქართული ოცნება” დგას დიდი საფრთხის წინაშე – 2016 წლის 8 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა გაიმარჯვოს და ამით დამარცხდეს! იმ კადრებით, ვინც დაასახელა, მხოლოდ ეს პერსპექტივა აქვს!  მიაჩნია თეთრების ლიდერს, თემურ შაშიაშვილს,

„გაოგნებული ვარ, რა კანდიდატურები სახელდება.  ქვეყანაზე ფიქრის ნატამალიც რომ არ არის, ეს ერთი, მაგრამ საიდან ასეთი სიძულვილი, ეს კი დამაფიქრებელია. მართლდება ჩემი პოზიცია, რომ  ე.წ.“ კანონიერ ქურდებს“  სერიოზული გუნდი შეჰყავთ პარლამენტში.  სამოქალაქო  დაპირისპირების პერსპექტივის სუნი დევს წინასაარჩევნო სიებში.  ჩემში ოდნავ არ იწვევდა ეჭვს, რომ „ნაციონალური  მოძრაობა“ ასეთ კადრებს დაასახელებდა. მაგრამ ადამიანურად გული მწყდება „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკაზე. აშკარაა, ნებით, უნებლიედ თუ იძულებით ამ კადრების უკან  ბიძინა ივანიშვილი დგას. თუ ასე გაგრძელდა, ის საერთოდ დაკარგავს წესიერებაზე ლაპარაკის უფლებას.“ – აცხადებს „თეთრების ლიდერი.

„საქართველოს უბედურებაა,  რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია საქართველოს ფარგლებს გარეთაა დაწერილი. ხელისუფლებას სჭირდება, ძალიან მაგარი მხარდაჭერა, რათა დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კლანჭებისგან“.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც დასავლეთისაგან  დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე  აკეთებს აქცენტს. ქართულ საქმეს არ გააკეთებს

„თუ ასე გაგრძელდა და  დასავლეთსა და ამერიკისადმი  ჩვენი მონური დამოკიდებულება არ შეჩერდა, ჩვენ მივიღებთ  ისეთ პარლამენტს, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოდ წოდებულ ტერიტორიებდაკარგულ და კვაზისახელმწიფოს, მაგრამ არაფერი ეროვნული აღარ გვექნება!’ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

ძალიან ბევრ კითხვას ბადებს სიის პირველი ნომერი, თამარ ჩუგოშვილი, რომელიც 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით  აცხადებდა:  ხელისუფლება კანონის ფარგლებში მოქმედებდაო!.  „თეთრების“ ლიდერის თქმით,   „ჩუგოშვილში დასავლეთის გარკვეულ წრეებს ფული  აქვთ ჩადებული და აშკარად დიდი პატრონი ჰყავს“  …

„ის ვინც ჩუგოშვილი საარჩევნო სიაში ჩასვა არ შეიძლება საქართველოსთვის სასიკეთო  საქმეს აკეთებდეს“ – მიაჩნია „თეთრების“ ლიდერს.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

19.07.2016წ

დაეგზავნა სააგენტოებს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *