(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ხალხმა პოლიტიკურ პარტიათა დიქტატურა უნდა დაამარცხოს

news_86075დღეს ქვეყანაში პარტიების დიქტატურაა გამეფებული, მიაჩნია „თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს. ამ დასკვნამდე „თეთრების” ლიდერი  ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოსახლეობასთან შეხვედრებმა მიიყვანა.

ყოველი ასეთი შეხვედრა   ქვეყანაში, თუ  ქვეყნის გარეთ,   მარწმუნებს  იმაში, რომ საქართველოში  მით უფრო  იზრდება პოლიტიკოსთა თვითკმაყოფილება საკუთარიმოღვაწეობის შედეგებით, რაც უფრო  მძიმე  და გაუსაძლისი ხდება ხალხის ცხოვრება.საზოგადოება  დარწმუნებულია,  რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია ქვეყნისთვისმომართული, ძლიერი  პოლიტიკოსი, ვინემ დღეს პოლიტიკურ არენაზე მყოფ პოლიტიკურპარტიებში,  რომელთა ავტორიტეტი მიწასთან არის გასწორებული მე არ ვარ პარტიებისწინააღმდეგი, თვითონ წარმოვადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ  დღესყოველგვარი ეჭვის გარეშე ვამბობამ პარტიებითამ პოლიტიკური ფილოსოფიითქვეყანას მომავალი არ აქვს – აცხადებს თეთრების ლიდერი. 

მისი თქმით    პარტიების დიქტატურამ,   პოლიტიკიდან   განდევნა  მოაზროვნე ადამიანები,    სამწუხაროდპარტიების   დიქტატურა  კანონმდებლობითაა  განმტკიცებული. უპარტიო  გენიოსზე  მეტი  ძალა  გაქვს,  პარტიის წარმომადგენელს, რომელიც არც განათლებით გამოირჩევა და  მდარე მორალთან,  ზნეობასთან აქვს პრობლემები.

ქვეყანა სავსეა  მოაზროვნე ადამიანებით  და საქართველოს ისტორიაც ადასტურებსრომხალხს ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.მოაზროვნე  ადამიანებმა  პარტიებისაგან თავსმოხვეული  შიში  უნდა დაძლიონ, ხალხთან მოვიდნენგულწრფელ  ზრახვებში დაარწმუნონ  და  უიმედობით ხელებჩამოშვებულ ხალხს  პოლიტიკური პოლიტიკური ოპტიმიზმის  განწყობა გაგვიჩინონ პოლიტიკური პარტიების  დიქტატურის დასამარცხებლად“, – აცხადებს „თეთრების”  ლიდერი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *