თემურ შაშიაშვილი: „რას გვეტრაბახებიან, ჰარვარდი დაამთავრეთო?!“

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთში განათლებამიღებული ადამიანებით პარლამენტის გავსება სულაც არ ნიშნავს ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას.
„რას გვეტრაბახებიან, ჰარვარდი დაამთავრეთო?! ვინც ამერიკელებს სჭირდებათ, იქ იტოვებენ, დანარჩენს კი პოლიტიკურად ამზადებენ არასამთავრობოს ხაზით და უშვებენ საქართველოში რათა მათი დავალებები შეასრულონ და ამას ვეძახით ჩვენ დასავლურ კურსს!, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ოცნების სიის პირველ თხუთმეტეულში დასახელებული თამარ ჩუგოშვილი .
„პრემიერი ამბობს, ჩუგოშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ბევრი რამ გვასწავლაო.ამიხსენით, რა გვასწავლა ჩვენ ამ ადამიანმა? მას არასოდეს უხსენებია არც პენსიონრების უმძიმესი მდგომარეობა და არც იმ სტუდენტების მდგომარეობა, რომლებიც გაყარეს უნივერსიტეტებიდან ფულის გადაუხდელობის გამო.
მას არც კვირიკაშვილი შეიყვანდა სიაში და არც ივანიშვილი, რომ არ ჰქონდეს ამერიკელების მფარველობა.“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი, – კი, ბატონო, ამერიკა იყოს ჩვენი მეგობარი, მაგრამ თავზე ხომ არ უნდა დავისვათ?! არც რუსეთი უნდა დავისვათ თავზე! დღეს ჩვენ ფაქტობრივად, ვართ კოლონია და კოლონიზატორებს ვეძახით მეგობრებს. ერთი მოდის ტყვიით, მეორე _ ფულით და ანტიქართული იდეოლოგიით… სამწუხაროდ, `ქართულმა ოცნებამაც“ აიღო `ნაცმოძრაობის“ კურსი დასავლეთთან მიმართებაში. რად გვინდა ჩვენ პარლამენტი, თუკი ქართულ საქმეს არ გააკეთებს?! დღეს ეროვნული განწყობა ძლიერდება გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ჩვენთან კი საპირისპირო ტენდენციები ძლიერდება “.
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
20.07.2016წ
დაეგზავნა სააგენტოებს



