საქართველო რეალურად 100 – მდე ბანკირის ხელშია.

„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, საქართველო რეალურად 100 – მდე ბანკირის ხელშია.
„მთელი საქართველოს მოსახლეობა ხელფასის სახით რასაც იღებს, ამ 100 ბანკირს იმდენი ქონება აქვს. მათ სძულთ საქართველოს მოსახლეობა, არაფერს აფინანსებენ ქვეყანაში. მსოფლიოში კრიზისის დროს, თითქმის ყველგან გაუწიეს ხალხს ბანკებმა შეღავათი. საქართველოში კი მათ სესხებზე პროცენტები გაზარდეს! საქართველოში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბანკებიდან გატანილია 25 მილიარდი . ხოლო ბანკებში ჩადებულია 300 მილიარდის ქონება! ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო დამონებულია ბანკებისა და ბანკირების მიერ. აცხადებს თეთრების ლიდერი.
მისი თქმით, ბოლო დროს გამოიკვეთა ერთი ტენდენცია: როგორც კი პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი რაღაცას იტყვის, მაშინვე გამოხტებიან ეს ბანკირები და გამოახცადებენ, პრემიერ-მინისტრს მხარს ვუჭერთო!
„ ვეკითხები კვირიკაშვილს – ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაფიოზი ბანკირები რომ მხარდაჭერას გიცხადებენ , თავს უხერხულად არ გრძნობთ?! ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა!“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, საქართველომ უნდა აირჩიოს ისეთი პარლამენტი, რომელიც ქვეყანაში ნამდვილ ბანკებს შექმნის.
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
21.07.2016



