მუშაობა დაიწყო პარტია “თეთრების” მეორე კონგრესმა

თბილისში სასტუმრო „მერიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა პარტია „თეთრების“ მეორე კონგრესი .
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 221. დელეგატმა. კონგრესს სტუმრის სტატუსით დაესწრო 35 პიროვნება.
კონგრესი გახსნა პარტიის უხუცესმა წევრმა ფერდინანტ ლორთქიფანიძემ. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ პარტიის მეორე კონგრესი ტარდება 2012 წლის 7 ივლისს ჩატარებულ კონგრესზე მიღებული და დამტკიცებული წესდების თანახმად.
კონგრესმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო პარტია „თეთრების“ დამფუძნებლის, პროფესორ მერაბ ჯიბლაძის ხსოვნას.
კონგრესის დღის წესრიგში შეტანილი იყო 6 საკითხი
1.2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტია. თეთრების“მონაწილეობის შესახებ
2. პარტია „თეთრების“ ხელმძღვანელი ორგანოების (თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტიკური საბჭო, სარევიზიო კომისია) შესახებ
3. პარტია „თეთრების“ საარჩევნო კონცეფციის შესახე
4. პარტია „თეთრების“ საარჩევნო სიის შესახებ
5. პარტია „თეთრების“ საარჩევნო პროგრამის შესახებ
6. პარტია „თეთრების“ საარჩევნო შედეგების შესახებ
კონგრესმა მიიღო პოლიტიკური საბჭოს წინადადება კონგრესის ხუთ სესიად ჩატარების შესახებ. დადგინდა რომ კონგრესმა მუშაობა დაიწყო და ამთავრებს ოქტომბერში.
მეორე კონგრესის პირველ სესიაზე განხილულ იქნა მხოლოდ ორი საკითხი: პარტიის წესდებასთან და ხელმძღვანელ ორგანოებთან და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
გადაწყდა, რომ კონგრესის მეორე სესიაზე, რომელიც გაიმართება 5 აგვისტომდე, განხილული იქნება საარჩევნო კონცეფცია.
კონგრესის მესამე სესიაზე, რომელიც გაიმართება 20 აგვისტომდე, განხილული იქნება პარტიის საარჩევნო სია.
კონგრესის მეოთხე სესიაზე, რომელიც გაიმართება 15 სექტემბრამდე, განხილული იქნება პარტიის საარჩვენო პროგრამა.
კონგრესის დასკვნით სესიაზე, რომელიც გაიმართება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შეჯამდება პარტიის შედეგები საპარლამენტო არჩევნებზე და განისაზღვრება შემდგომი ამოცანები.
წარმოდგენილ წესთან დაკავშირებით, მოსაზრებები გამოთქვეს დელეგატებმა: თეიმურაზ შაშიაშვილმა, რობერტ ბაბლიძემ, ინესა იამანიძემ, ფერდინანდ ლორთქიფანიძემ, კაპიტონ ხასიამ.
დღის წესრიგის პირველ და მეორე საკითხზე მოხსენება გააკეთა პარტიის თავჯდომარემ თეიმურაზ შაშიაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ პარტიას დღემდე არც ერთ არჩევნებში არ მიუღია მონაწილეობა. ეს არის პირველი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობისათვის ვემზადებით. ჩვენ ხანგრძლივი დებატები გვქონდა პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, როგორც მონაწილეობასთან, ასევე წესდებასა და პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებში ცვლილებებთან დაკავშირებით. მძიმე და რთული დებატების შედეგად, მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელსაც გთავაზობთ:
იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პარტია „თეთრები“ მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომ ამ პერიოდში ჩვენ შევძელით დიდი კონტაქტების დამყარება ეროვნული განწყობის ინსტიტუტებთან (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, შემოქმედებითი და სპორტული კავშირები), საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად ხელი მოვაწერეთ ცნობილი მოღვაწეების მიერ შექმნილ ეროვნულ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ და გავხდით ცნობილი მოღვაწეების მიერ დაფუძნებული „ქართული ერთობის დარბაზის“ აქტიური წევრი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ერთადერთმა დავუჭირეთ მხარი მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვას „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნის თაობაზე – პარტია „თეთრები“ მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ გთავაზობთ, ამ ეტაპზე პარტიის წესდება და არც ხელმძღვანელ ორგანოები დარჩეს უცვლელად.
ერთი და უმნიშვნელოვანესი: პარტია “თეთრები” დაარსების დღიდან გამოდის ერთიანობის პოზიციით,. ჩვენ ყოველთვის ვიყავით დაპირისპირების წინააღმდეგი და თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრე. სწორედ ეს გვაახლოვებდა ჩვენ მეცნიერებთან, კულტურის მოღვაწეებთან , პედაგოგებთან, ექიმებთან, სპორტსმენებთან … ხალხის უმეტესი ნაწილის განწყობაც ერთიანობის მომხრეა და თვლის, რომ ქვეყნისათვის ამ უმძიმეს პერიოდში, სწორედ დიდ ქართულ ერთობას შეუძლია ქვეყანა სასიკეთო გზაზე გაიყვანოს. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჩვენ არჩევნებში გამოვალთ არა როგორც “თეთრები”, არამედ, როგორც “ქართული ერთობა” . ვფიქრობ, ჩვენ გვექნება თანხმობა იმაზეც, რომ თუ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი შეძლებს, ძლიერი პოლიტიკური გუნდის ფორმირებას, ჩვენ მათ მივცეთ საშუალება, თვითონვე დააკომპლექტონ საარჩევნო სია.
ვიცი, არ არის მარტივი ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო, რომ ჩვენს რიგებში პირდაპირ ვამბობ, აკადემიური ხალხია გაერთიანებული, მაგრამ ასეთი დიდსულოვანი გადაწყვეტილების მიღებაც სწორედ აკადემიურ, განათლებულ, მოაზროვნე და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებულ ადამიანებს შეუძლიათ. ჩვენ არასდროს გვიბრძოლია სკამებისათვის, და ეს გადაწყვეტილებაც ამის დიდი დასტური იქნება.
პარტიის თავჯდომარემ, თეიმურაზ შაშიაშვილმა მიმართა კონგრესს: გვენდეთ და ოქტომბრის ბოლოს შევაჯამოთ შედეგები.
გაიმართა კამათი. კამათში მონაწილეობა მიიღეს როგორც დელეგატებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა: კაპიტონ ხასიამ, რამაზ ლომინაძემ, მიხეილ ანდღულაძემ, ნონა ღამბაშიძემ, ფერდინანდ ლორთქიფანიძემ, პაატა გიორგაძემ და სხვებმა.
კონგრესის თავმჯდომარემ კენჭი უყარა გადაწყვეტილების პროექტს პარტია „თეთრების“ მიერ 2016 წლის 8 პქტპომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, კონგრესმა მიიღოგადაწყვეტილება, პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიაროს სახელწოდებით – “ქართული ერთობა”
კონგრესის თავმჯდომარემ კენჭი უყარა წინადადებას პარტიის წესდების უცვლელად დატოვების შესახებ. კონგრესმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
კონგრესის თავმჯდომარემ კენჭი უყარა წინადადებას პარტია „თეთრების“ ხელმძღვანელი ორგანოების შემადგენლობის უცვლელად დატოვების თაობაზე. გადაწყვეტილება მხარდაჭერილი იქნა და: პარტიის თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს თეიმურაზ შაშიაშვილი,პარტიის გენერალურ მდივნად კვლავ აირჩიეს კაპიტონ ხასია.
კონგრესზე შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა პარტია „თეთრების“ თავმჯდომარემ თეიმურაზ შაშიაშვილმა.
“თეთრების” პრეს-ცენტრი



