(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: საქართველოში აშშ-ის ავტორიტეტი კატასტროფული სიჩქარით ნადგურდება

news_86075ამ ბოლო დღეებში საზოგადობაში  აქტიურად   განიხილება   „ამერიკის ნამდვილი მეგობრების”  მიმართვა აშშ-ის ელჩისადმი. აღნიშნულ მიმართვას  „თეთრების”” ლიდერი თემურ შაშიაშვილი  ეხმიანება:

„სრულად ვიზიარებ მიმართვის შინაარსს... ერთს დავამატებ მხოლოდ:აშშ–ის ავტორიტეტიკუს ნაბიჯებით კი არა, კატასტროფული სიჩქარით ნადგურდება და ეს სულაც არარის  კარგი საქართველოსათვის. ამერიკის ავტორიტეტის  განადგურებას წარმატებულად ახერხებენ სწორედ  ამერიკის ცალკეულ ხელისუფალთა ე.წ.ფავორიტები – მიხეილსააკაშვილი და მისი გუნდი, ამერიკელების მიერვე ფინანსირებადი არასამთავრობოები და„ნაცმოძრაობა“… ამ პროცესს  სათავეში უდგანან  აშშ–ის  ელჩები, განსაკუთრებითგამოვყოფდი ბოლო ოთხ ელჩს, სამწუხაროდ, დღევანდელი ამ მიმართულებით ერთ–ერთიყველაზე „წარმატებულია“.

საბედნიეროდ, საქართველოში  სხვა, დადებითი მაგალითიც გვაქვს: ვგულისხმობ აშშ-ისპირველ  ელჩს, კენტ ბრაუნს. ის  იყო ნამდვილი ამერიკელიც და საქართველოს ნამდვილიმეგობარიც. კეთილი საქმეები აკეთა, კარგი კვალიც დატოვა და ,კიდევ ერთი – არგამდიდრებულა საქართველოში. სხვების რა გითხრათ….“  – აღნიშნავს შაშიაშვილი.

წყარო: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=17123

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *