პოლიტიკური სიმახინჯე ქართულად: აქებდა – აქებდნენ, აკრიტიკებს – ლანძღავენ

mm“საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა”-ეს შეფასება გავაკეთე ბატონი მარგველაშილის არჩევის შემდეგ და ვწუხვარ,რომ მისი პრეზიდენტობის ყოველი დღე ამას ადასტურებს.

ქართული განწყობა მარგველაშვილმა კი არ დაამარცხა,არამედ “ქართული ოცნების” იმ წევრებმა,რომლებიც უსირცხვილოდ გვლანძღავდნენ-რას ერჩით ამ სანთელივით მართალ კაცსო და დღეს ასევე უსირცხვილოდ ლანძღავენ მარგველაშვილს,დაივიწყეს მისი წინასაარჩევნო ქება – დიდება.

ამ ხალხს ვპასუხობ:მარგველაშვილი არ შეცვლილა,ის ის არის რაც იყო-უვარგისი პრეზიდენტობისათვის.თქვენ შეიცვალეთ ბატონი ბიძინას შეხედულების შესაბამისად.აქებდა -აქებდით,აკრიტიკებს-თქვენ ლანძღავთ.

კაცები,სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი სხვანაირად მოიქცეოდნენ…ეტყოდნენ,რომ ამ კაცის პრეზიდენტობა არ შეიძლებაო..თუ არ გაიზიარებდა,დატოვებდნენ პარტიას.

სამწუხარო ის არის,რომ ბატონ ბიძინას თქვენნაირები მოწონს.ეს იცით და იმიტომ იქცევით ისე,როგორც მას მოეწონება და ქვეყანა თუნდაც დაიქცეს.

ვინმეს მძიმედ რომ არ მოეჩვენოს ჩემი შეფასება,ამიტომ აქვე ვაქვეყნებ ყველა მასალას ,რომელიც დაკავსირებულია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.” ასეთ კომენტარს აკეთებს თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ამ ბოლო ხანებში მომრავლებულ კრიტიკაზე.

ნახეთ ყველა მასალა ამ თემასთან დაკავშირებით : საპრეზიდენტო არჩევნები – 2013, საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *