(ჯეომედია)პოლიტიკით ავადმყოფი ადამიანების “სიკეთე”-უბედურებად უბრუნდება ხალხსდა ქვეყანას!

 

1108„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ე.წ. „პოლიტიკური ქველმოქმედების“ მავნებლობაზე საუბრობს.

-“არსებობს  ბიბლიური  სიბრძნე:  სიკეთეს რომ გაგიკეთებენ  – დაიმახსოვრე და სიკეთეს რომ გაუკეთებ, დაივიწყეო 21 -ე საუკუნის საქართველოში    სამწუხაროდ,  ყველაფერი საპირისპიროდაა.   სიკეთე და ქველმოქმედება  პოლიტიკური  გამორჩენის სანაცვლოდ  – ეს   უბედურება პოლიტიკანებმა დანერგეს მშობლიურ სოფელს თუ რაიონს , ხალხისთვის წაგლეჯილი ფულით რაღაც სიკეთეს გაუკეთებენ შემდეგ კი , მთელი ცხოვრება აყვედრიან და რაც ყველაზე დიდი ცოდვაა, სანაცვლოდ დეპუტატობას,პოლიტიკურ მხარდაჭერას  თხოვენ.

სწორედ ამ ადამიანებმა მოუტანეს ხალხს სიდუხჭირე, მოჩვენებითი მზრუნველობის ფასად. სწორედ ასეთი პოლიტიკანები იმარჯვებენ  დიდი ხანია საქართველოში არჩევნებში და ანგრევენ ქვეყანას. პირდაპირ ვამბობ: პოლიტიკით ავადმყოფი ადამიანების “სიკეთე”-უბედურებად უბრუნდება ხალხს და ქვეყანას!“-აცხადებს შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *