(pirveli)ივანიშვილის დიდი შეცდომაა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილია – თეიმურაზ შაშიაშვილი

პარტია “თეთრების” ლიდერის, თეიმურაზ შაშიაშვილის განცხადებით, 1108საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრზე გამოძიება ადრე უნდა დაწყებულიყო.

 

შაშიაშვილის თქმით, მას ჰყავს მეზობლები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს, მათი შვილი პრეზიდენტ მარგველშვილის სიძემ მოკლა.
“ჩემი მეზობლები არიან ის ადამიანები, დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ მარგველაშვილის სიძემ, თუ სიძედ თვლის მას, მოგვიკლა შვილიო. ამიტომ, დღეს როდესაც ამაზე პრეზიდენტი საუბრობს, იცავს თავს და პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა. მარგველაშვილთან ახლა კი არ უნდა დაეწყოთ ეს.
მე რამდენადაც ვიცი, ჩემი მეზობლები ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ნამყოფები არიან, მიაწვდინეს ხმა ყველას. მე არ ვიცი, არის თუ არა მკვლელი, მაგრამ აქამდე არაფერი არ გაუკეთებიათ. იმ სიძეს ვგულისხმობბ, რომელიც გაჩხრიკეს”,- განაცხადა საშიაშვილმა “პირველ პრესკლუბში”.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის შეცდომას წარმოადგენს, რომ დღეს მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
“მე ვარ ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ მარგველაშვილის არჩევა პრეზიდენტად არ შეიძლებოდა. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დიდი შეცდომაა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილია”,-აღნიშნა “თეთრების” ლიდერმა.
ცნობისათვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ, მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა ზეწოლა.
ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა.
პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებმა პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას სიძე გაჩხრიკეს.
პრეზიდენტი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადები შემდეგ, პირველი ლედის სიძე, მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები მთავარ პროკურატურაში დაკითხეს.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *