ხელისუფლებამ პოლიტიკური კონკურენტები მოიცილა

 

1108ხელისუფლებამ პოლიტიკური კონკურენტები მოიცილა, მიაჩნია „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს თუმცა მისი თქმით ,  კონკურენტებში იგულისხმება არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არამედ ხალხი და მოაზროვნე ნაწილი საზოგადოების, რაც რეალურად წარმოადგენს ხელისუფლების ოპონენტებს.

„როცა ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ მოიცილა  კონკურენტები, ვგულისხმობთ არა პარტიებს, რადგან ზოგიერთს მიაჩნია, თითქოს პოლიტიკური პარტიებია ხელისუფლების კონკურენტები . ხელისუფლების მთავარი ოპონენტი  არის ხალხი , რომელიც  დაამშიეს და დააუძლურეს და 20-25 ლარად ხმას ყიდის. ასევე რეალური კონკურენტები – უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია.  და შემოქმედებითი კავშირები.  რომლებიც  დღეს სავალალო მდგომარეობაში არიან.  უნივერსიტეტი წააქციეს,  მეცნიერებათა აკადემია კლუბად აქციეს, შემოქმედებითი კავშირები გაანადგურეს.  არენაზე დარჩა ხელისუფლება, მისი მოწინააღმდეგე პოლიტიკური  პარტიები.    ოპოზიციასაც  თვითონ  იქმნის ხელისუფლება, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – ეს არ ეხება მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას. საქართველოში ყველა მოქმედი ხელისუფლება რეალურ ოპონენტებს თავიდან იცილებს, ხოლო ოპოზიციას თვითონ იქმნის.   ქართული ინტერესი იმაში მდგომარეობს,   რომ ხელისუფლების  რეალური კონკურენტები გავაძლიეროთ და შემოვიყვანოთ პოლიტიკაში, რათა მათ მზარდი ზეგავლენა ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესებსა და თავად ხელისუფლებაზე“.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

5.08. 2016წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *