შუალედური  რგოლები – ქვეყნის მძიმე გორდიასის კვანძი

 

 

news_71964‘თეთრების ლიდერი   შუალედური  რგოლების არსებობაზე საუბრობს, სადაც ხელისუფლების ინტერესებია გამოკვეთილი.

„კახეთში ვიყავი და იქ გლეხებმა მითხრეს, რომ 15 თეთრად ვერ აბარებს გლეხი ატამს, რომელიც  ქალაქში მინიმუმ 1.5 ლარი ღირს. შეიძლება 100 კმ – ში 10-ჯერ ძვირდებოდეს პროდუქცია?   მთელს სოფლის მეურნეობის პროდუქტებში ასევეა.

ქართული ღვინო, ქვეყნის გარეთ,  თითქმის ყველგან,  20 დოლარზე მეტი  ღირს, 60-70 – დოლარსაც აღწევს. (საქართველოს აეროპორტებშიც კი  ღვინის ფასი 15-20 დოლარია). ყველა ქარხანა იხვეწება 2-3 დოლარად   გაგვაყიდინეთო, კი მაგრამ 10 ჯერ  როგორ ძვირდება ეს ღვინო საქართველოს ტერიტორიაზევე?

კიდევ ერთი მაგალითი:

კიდევ ერთი მაგალითი. ჭიათურის საბადოები წინა ხელისუფლებამ მიაკუთვნა  ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. საკუთარ ეზოში მარგანეცი რომ მოიპოვო, წინა ხელისუფლების მიერ კალამოისკის საკუთრებაში   კაპიკებში გადაცემულმა ზესტაფონის ფერომ უნდა მოგცეს ნებართვა. ეს ერთი უბედურება!  აქვე  მეორე, ჭიათურლები საკუთარ ტერიტორიაზე მოიპოვებენ მარგანეცს ფეროს ნებართვით, მაგრამ პირდაპირ ფეროზე მიყიდვის უფლება არ აქვთ. ეს უკვე ამ ხელისუფლებამ გააკეთა. თავისი ხალხი ჩასვა შუალედურ რგოლში. ზესტაფონში გეტყვიან, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ამ გვარებს: ჩხენკელები, სომხიშვილი, ფიფია.

ყველაზე მძიმე შრომას ვინც ეწევა – მომპოვებლები, დიდი-დიდი 10-15 დოლარი დარჩეთ ტონაზე. შუალედურ რგოლში, უჩინარი ხელით ჩასმულთ, კომპიუტერის მეტი რომ არაფერი გააჩნიათ, ტონაზე 40 დოლარის ფარგლებში იგებს.

მწარმოებელი და მომხმარებელი კი არა, სწორედ  შუალედური რგოლია ქვეყანაში ეკონომიკის ბატონ-პატრონიც და ასეთი „პატრონობით“ ეკონომიკის მტერიც და დამანგრეველიც.

მიჭირს უარყოფაც, მაგრამ  ხალხში გამეფებული აზრის დაჯერებაც არ მინდა,  რომ შუალედური რგოლების პატრონი უჩა მამაცაშვილი და ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ამჟამად დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“.  შუალედურ რგოლებში   იკვეთება   ხელისუფლების და  ვაიბანკირების  ინტერესები. დღეს რეალურად ქვეყანა  100 ბანკირის ხელშია. წაგებულია მწარმოებელი და მყიდველი, სამაგიეროდ მოგებულია შუა რგოლი.

ეს არის რეალობა. შუა  რგოლი ჩაიგდო 20 წელზე მეტია, ხელისუფლებამ ხელში. მე ამას ვუწოდებ დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე მძიმე შენიღბულ კორუფციას.  ამაზე არ საუბრობს დღეს არც ერთი პოლიტიკური რგოლი, ყოველ შემთხვევისთვის, მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. არ საუბრობს იმიტომ რომ სწორედ შუალედური რგოლი აფინანსებს  ყველა უბედურებას ქვეყანაში -მიტინგებით დაწყებული, საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით, ტელევიზიებით დამთავრებული. ისინი დგანან პარტიების უკან, სწორედ მათი ფულით გაუკუღმართდა, ხალხისთვის და ქვეყნისთვის უბედურებად იქცა  არჩევნები.  “

„დააკვირდით ციფრებს: 15 მილიარდი სესხია გატანილი ბანკებიდან და 350 მილიარდი ლარის ქონებაა სანაცვლოდ ჩადებული. ეს  ნიშნავს რომ დღეს რეალურად მთელი საქართველო არის ბანკირების ხელში. ან უნდა დავიხსნათ ქვეყანა ამ მძიმე უბედურებისაგან, გორდეასის კვანძი თუ არ იხსნება. უნდა გავჩეხოთ,  ან უნდა შევეგუოთ ამ მონურ  მდგომარეობას, რომელიც ქვეყანას მიიყვანს სრულ უბედურებამდე. – აცხადებს “თეთრების” ლიდერი

 

„თეთრების“  პრეს-ცენტრი

6.08.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *