შეიძლება ასე ებრძოდე შენს ქვეყანაში კურსდამთავრებულს?

 

ghn„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით,  ქართული უმაღლესი სასწავლებლები   დაკნინებული მდგომარეობაში არიან. ყველა სფეროში უპირატესობა დასავლეთის უმაღლესდამთავრებულებს ენიჭებათ.

გადახედეთ თუნდაც საარჩევნო სიებს.  ვისით არის დაკომპლექტებული. დღეს  ლაპარაკობენ მავანმა  ჰარვარდი დაამთავრაო, რა თქმა უნდა კარგია, ჰარვარდდამთავრებულები. მაგრამ  რატომ არ მოჰყავთ  5-6 წლის წინ დამთავრებულები, ვინც წარმატებულად მუშაობს დასავლეთში. და რატომ მოყავთ ისინი, ვინც  ეხლხანს დაამთავრა,  თან საუბარია მხოლოდ კურსებზე. გარდა ამისა, რატომ ვანიჭებთ უპირატესობას დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებს. მაშინ როცა ერთი ნათელი მაგალითიც საკმარისია იმისთვის,რ ომ გავაკეთოთ დასკვნა ქართული უმაღლესი განათლების სერიოზულ წარმეტებებზე იგივე დასავლეთში.

დღეს ქართველ მედიკოსებს აღებული აქვთ ევროპასა და ამერიკაში დიდი სიმაღლეები. ამასწინად, შევხვდი ცნობილ ექიმს დიმიტრი ტვილდიანს    (მან თავის დროზე, შექმნა წარმატებული უმაღლესი სასწავლებელი „აიეტი“. ამჟამად წარმატებულად მოღვაწეობის ამერიკის შეერთებულ შტატებში), რომელმაც მითხრა, რომ მისი  150 სტუდენტი  ამერიკაში წარმატებული ექიმია. ერთ-ერთი მათგანი კი  უპირველეს კლინიკას ხელმძღვანელობს. რუსეთში წამყვანი პოზიციები აქვთ ქართველ ექიმებს, თუ ჩვენი ექიმები ასეთი წარმატებული არიან დასავლეთს წამყვან ქვეყნებში – ამერიკასა და ევროპაში, რუსეთში,   რა დაამთავრეს მათ? ჩვენი სამედიცინო სასწავლებლები. შეიძლება ასე ებრძოდე შენს ქვეყანაში კურსდამთავრებულს?  შეიძლება,    ფიქრობდე, რომ საქართველოში კურსდამთავრებული მკვდარიაო და შენ ვინც გინდოდეს, ის მოიყვანო? ასე ქვეყანა არ შეიცვლება უკეთესობისკენ.“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

‘თეთრების“ პრეს-ცენტრი

06.08.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *