„დღეს დიდგორობაა-ქართველთათვის ეროვნული ღირსების დღე. გილოცავთ! 

“ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არცმთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ.” -წმ. დავით IV აღმაშენებელი

aghmashenebli1დღეს დიდგორობაა. გილოცავთ!

დღეს  ქართველთათვის ეროვნული ღირსების დღე ა, დღეს ის დღეა, რომლითაც “…დიდი გული გვაქვს ქართველებს”. თუმცა დიდგორს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც აქვს.   დასავლეთის ქვეყნებში უკვე მიდიან იმის აღიარებამდე, რომ  მეფეთმეფე დავითმა სწორედ დიდგორზე გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია ბარბაროსთაგან იავარქმნას და საქართველოს სამუდამოდ დაუმკვიდრა ქრისტიანობის მცველი აღმოსავლეთის გოდოლის სახელი.

ბედნიერებაა, როცა ამას აცნობიერებ… აცნობიერებ იმას,  რომ  დავით აღმაშენებლის შთამომავალი ხარ.  

 დიდგორის  მემორიალი ერთერთი გამორჩეულია  მსოფლიოში.  ვოცნებობ ისეთ დროზე,როცა ამ ადგილს დაუბრუნდება ყოფილი დიდება.  

სწორედ ამ განწყობით   შექმნა  მემორიალი  სწორუპოვარმა მერაბ ბერძენიშვილმაეროვნული სულის,   პლანეტარულად  მოაზროვნე კაცმა.

გვინდა  გამოვთქვათ რწმენა,  რომ  ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს შეასრულებს დანაპირებს და დავით  აღმაშენებელის  ძეგლი დაბრუნდება იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა საქართველოს პატრიარქმა აკურთხა. 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *