(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: სისტემური ცვლილებების გარეშე, ქვეყნის მომავალზე საუბარი ზედმეტია

1108„თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ეროვნული თანხმობის პარლამენტისთვის დასკვნას ეხმიანება. მისი შეფასებით,ეს  ძალიან ძლიერი,  მომავლის საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანი დასკვნაა.

 არ შეიძლება ამ საბანკო სისტემის პირობებში სერიოზულ ეკონომიკაზე ფიქრი.
არ შეიძლება ამ კაბალურ საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მოსახლეობისკეთილდღეობაზე საუბარი. შველა უნდა იპოთეკარებს ისე, რომ ეს მივაღწიოთ საბანკოსისტემის გაჯანსაღებით , – ნათქვამია  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის დასკვნაში, რომელსაც „თეთრების” ლიდერი სრულიად ეთანხმება.

„როცა 1997 წელს მთავრობის გაფართოებული სხდომის ტრიბუნიდან ვთქვი, რომ საქართველოს ჰყავს მდიდარი ბანკირები , დაქცეული ეკონომიკა, და ბანკების მიერ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა  –  მძიმე დაპირისპირება მივიღე. დღეს შექმნილი  მდგომარეობა, ჩემი აზრით, უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია. როგორც ჩანს, ბანკირებს ვერც მთავრობები ერევიან, ვერც პოლიტიკური გაერთიანებები. ერთადერთს, ვისაც ამ ბრძოლის, ქართული ეკონომიკის, ქართული  ბიზნესის, რაც მთავარია, ხალხის  სასარგებლოდ დასრულება შეუძლია, სწორედ მეცნიერება და გაბედულებით სავსე მეცნიერები და ხალხის მხარდაჭერაა. ვფიქრობ, მეცნიერები ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მას ასევე შენიღბული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეტად გაბედულ და საიმედოდ  მაგალითად მიაჩნია  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის  შეფასება:

არ შეიძლება ქართული ეკონომიკის მომავალზე საუბარი შუალედური ფირმების ასეთითავხედობის პირობებში, როცა დაზარალებულია მწარმოებელი და მომხმარებელი დაფუფუნებაში ცხოვრობს შუალედური რგოლი. 

„არა მარტო მეცნიერებს,  არამედ მთელს ქვეყანას უნდა გვაფიქრებდეს კიდევ ერთი მძიმე  დასკვნა:  მინიმუმ ოთხი ქალაქი საქართველოში, სადაც ცხოვრების გამოკვეთილად კარგიპირობები უნდა იყოს, ყველაზე უარეს მდგომარეობაშია. ჩვენ ხალხს ვეტყვით სიმართლეს,თუ რატომ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა იმ ოთხ ქალაქში – ფოთში, ზესტაფონში,ჭიათურასა და ბოლნისში, სადაც დღესაც კი ცხოვრების გამორჩეულად კარგი პირობებიუნდა იყოს“,  – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

მისი თქმით, „თეთრები” სრულად  უერთდებიან  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის    განწყობას და მიაჩნიათ, რომ  ამ მოძრაობას  მთელი საზოგადოების მხარდაჭერა უნდა, რაც საქართველოში სისტემური ცვლილებების საფუძველი გახდება. ამ უკანასკნელის გარეშე კი, ქვეყნის მომავალზე საუბარი ზედმეტია.

მეცნიერთა საინიციატივო  ჯგუფი კვლევის პირველი შედეგების გამოქვეყნებას სექტემბერში  აპირებს.

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=20416

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *