(exspressinfo.ge)თემურ შაშიაშვილი: ვიცი, ახლა ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა!

მტრისას, თუ ასეთი პოლიტიკური შემადგენლობა მოვა პარლამენტში. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”, თუმცა ფაქტობრივად, მაშინ გადარჩა “ნაციონალური მოძრაობა”.

სააკაშვილს დარჩენის არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და ამერიკელებმა ყველაფერი ძალიან კარგად განსაზღვრეს. მე მშურს ამერიკელების, ისინი თავიანთ ნებაზე ათამაშებენ ჩვენს პოლიტიკოსებს. ვინც ამ ფილოსოფიით მოვა ხელისუფლებაში, ყველა დაიღუპება “ოცნების” ჩათვლით. ეს ქვეყნისთვის დიდი უბედურება იქნება, მაგრამ ყველა დაიღუპება. მე არ ჩამომაქვს პროგნოზები ზეციდან, უბრალოდ ვაკეთებ ანალიზს და ვდებ დასკვნას: პოლიტიკოსები დაემსგავსნენ ჭორიკანა დედაკაცებს, ნახეთ, რა ტერმინოლოგია და საუბრის მანერა აქვთ.

ტრაგედია კი ის გახლავთ, რომ მოსახლეობასაც მოსწონს ასეთი ადამიანები, ვინც მუშტს მაგრად მოუღერებს, ვინც ყველაზე მაგრად ილანძღება, იმას ირჩევენ. ჩვენ დიდიხანია ვცხოვრობთ ხბოს აღტაცებით. ვიღაცა ტელევიზიით გამოვა “კარგად”, მოდი, იმას მივცეთ ხმა, ვიღაცა ააშენებს ტაძარს, აუცილებლად უნდა მივცეთ ხმა, ვიღაცა ქველმოქმედებას ჩაიდენს და ის უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში. ასე არ ცხოვრობს ევროპა, ასე არ ცხოვრობს ამერიკა და ამიტომაცაა წარმატებული ქვეყანა.

ამერიკაში კაცს 20 წელი თუ არ უყურებენ პოლიტიკაში, იმას არაფრად არ თვლიან. თუ იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში ადამიანს 60 წელი არ შეუსრულდა, იმას სერიოზულ თანამდებობაზე არ ნიშნავენ. იქ ხელისუფლებაში ხალხი არ მოჰყავთ ქუჩიდან, იქ არ ლანძღავენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე. მაგალითად, თავის დროზე ანგელა მერკელი კომკავშირის მდივანი იყო, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს გერმანიაში, დღეს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.

დაუკვირდით, ჩვენ სულ მივდივართ ბუნებრივი პროცესების საწინააღმდეგოდ, ვინ მოგვმართა ასე? ჩვენ სპეციალურად გვიდებენ დამუხრუჭების გეგმებს და მუდმივად ვეფლობით ჭაობში. ვისაც თავში ტვინი აქვს, ან ზღუდავენ, ან ანგრევენ, ან სახელს უტეხენ. არადა, ჩვენი შთანთქმა საბჭოთა კავშირმაც კი ვერ შეძლო. ახლა გვანგრევენ, მომსახურე პერსონალად გვაქციეს და ეს ძალიან გვიხარია. ახლა სიხარულით გველაპარაკებიან, ჩინეთთან თავისუფალი ეკონომიკური ზონა გვექნებაო, თან გვარწმუნებენ, ასეთი რამ ვერავინ შეძლოო. არავის არ უნდა ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა და ამიტომ ვერ შეძლო ვერავინ. წაიღო ჩინურმა პროდუქციამ ქვეყანა, ცოტა ხანში მაგათ პროვინციად გადავიქცევით. აგერ, ჩინელები წერეთლები გახდნენ ხარაგაულში. ეს სხვა მენტალიტეტის ხალხია, ჩადით ხარაგაულში და გეტყვიან, რომ იქ უპირველესი დელიკატესი არის ძაღლის ხორცი, ძაღლი აღარ დარჩა სოფლებში!

http://expressinfo.ge/?p=8678

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *