(ექსპრესინფო) თემურ შაშიაშვილი: სინამდვილეში ესენი არიან მონები!

 

shhhhდღეს ბოკერიას ცოლი, რომელიც ქურდებთან ურთიერთობითაც კი გამორჩეულია, მისი პირველი მეუღლე ქურდი იყო, დღეს მელაპარაკება დემოკრატიასა და რაღაც ღირებულებებზე. მე არ ვერევი ამ ადამიანის პირად ცხოვრებაში… გამოდიან და აქეთ გვსაყვედურობენ, ჩვენს პირად ცხოვრებაში ნუ ერევითო. ვისაც უნდა, რომ მის ცხოვრებაში არავინ ჩაერიოს, მაშინ ხელისუფლებაში ნუ მოდის.

როცა ხელისუფლებაში ხარ, პირადი ცხოვრება აღარ გაქვს. ამათ ჰგონიათ, გარყვნილებას უნდა ეწეოდნენ და ხმა არავინ ამოიღოს! აქ პოლიტიკაში მოდიან იმიტომ, რომ პირადი კეთილდღეობა მოიწყონ და მერე ყველაფერი გაასაიდუმლოვონ. ამ დროს ლაპარაკობენ ევროპულობაზე. არადა, სინამდვილეში ესენი არიან მონები!
ჩვენ თავის დროზე მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ მასალები და არჩილ კბილაშვილს მივმართეთ ძალიან სერიოზული წერილით. ეს მასალები შეიცავს 600 გვერდს და დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ მოუწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ გენოციდი ქართველ ხალხს. მე არ მინდა, ბაჩო ახალაიას იმისთვის იჭერდნენ, თავში ვიღაცას რაღაც ჩაარტყაო, მე მინდა რეჟიმის გასამართლება. ჩვენი გამოთვლით, საქართველოში 9 წლის განმავლობაში არამიზნობრივად არის დახარჯული 10 მილიარდი დოლარი. დიახ, ეს თანხა დაიხარჯა ხელისუფლების წევრების სასახლეების აშენებაში და მათი ფუფუნებისთვის!
მე არ მეგონა, თუ ფულს ასეთი ძალა ჰქონდა… მე არ მეგონა, თუ ფული ასე აჩოქებდა ადამიანებს და მათ შორის განათლებულ ადამიანებს. რა ვქნა, ვერ წარმომედგინა! რაც შეეხება ახალ მონებს, ამ საკითხს ასე ჩამოვაყალიბებ: საქართველოში შექმნეს ყალბი ბელადები. მართალია, შექმნის პროცესი ბელადებისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა, მაგრამ მსხვრევის პროცესი ქვეყნისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ვინც შექმნა სააკაშვილი, დღეს იგივენი ებრძვიან ყველაზე მეტად… ამ საქმეში იყო თუ არა ბერძენიშვილი? ზვიად ძიძიგური ხომ იყო? რომელი ერთი ჩამოვთვალო? რაღაც მორალური პასუხისმგებლობა ხომ არსებობს, თუ რამე შეგეშალა, ბოდიში ხომ უნდა მოიხადო? ვინც სააკაშვილის მოსვლას ხელი შეუწყო, პირველ რიგში მათ სჭირდებათ მონანიება!
სააკაშვილი რომ იძახის, კომპრომატების 99 პროცენტი ჩვენს დროს შეიქმნა, მაგრამ გარეთ არც ერთი არ გამოსულაო, მაგას რაში სჭირდებოდა გარეთ გამოტანა? დაიბარებდნენ ადამიანს და მონად აქცევდა

http://expressinfo.ge/?p=8002

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *