თემურ შაშიაშვილი: ჩვენ, “თეთრებმა”, უარი ვთქვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიით მონაწილეობაზე!

 

temuriთემურ შაშიაშვილი: “პოლიტიკურმა საბჭომ უაზროდ ჩათვალა “თეთრების” იმ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ფული, ტყუილი, სოციალური დემაგოგია და აგრესია პირველობს… როცა უარყოფილია მოაზროვნე ადამიანები და საღი აზრი, როცა იგნორირებულია სწორედ ის ხალხი, ვინც ჰაერივით სჭირდება პარლამენტს და ვისაც ხელეწიფება ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანა. როცა წინა და დღევანდელი მთავრობების მიერ დანიშნული ბიზნესმენები… ვიმეორებ, დანიშნული ბიზნესმენები შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს, ქვეყანას და ხალხის გაღარიბებით უზომოდ გამდიდრებულნი, ცდილობენ, სრული დიქტატი დაამყარონ ქვეყანაზე და ეს აშკარად ჩანს, დიდი ანალიზი არ უნდა – ზედაპირზე დევს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს ბრძოლის შეწყვეტას. ჩვენ შევუერთდით მეცნიერთა მოძრაობას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათთან არის პატიოსნებაც, პროფესიონალიზმიც, ქვეყნის ერთგულებაც, ქვეყნის მომავალზე ფიქრიც. ჩვენთვის ყველაფერთან ერთად მიმზიდველია მეცნიერთა ის პოზიცია, რომ ისინი ყოველგვარი დაპირისპირების წინააღმდეგნი არიან და საქმიანობის მთავარ მიმართულებად თანამშრომლობის ჰარმონიზაციას თვლიან.
“თეთრებს” ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს არჩევნები უდიდეს გაწბილებას გამოიწვევს ხალხში, სრულად გააკოტრებს პოლიტიკურ არენაზე მყოფ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს და სწორედ ასეთ დროს მეცნიერთა, სახელმწიფო მოღვაწეთა დიდი ერთობა უნდა გახდეს ქვეყნის მომავლის ერთადერთი იმედი .

პირადად მე, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც არასდროს შეუცვლია აზრი, მიაჩნდა და მიაჩნია, რომ წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება, მეცნიერების მეცნიერებისადმი დიდი მხარდაჭერის გარეშე.

ვოცნებობ ქვეყნის ისეთ პირველ პირზე, რომელსაც ერთი კაბინეტი მეცნიერებათა აკადემიაშიც ექნება. დიახ, ერთი კაბინეტი მეცნიერებათა აკადემიაში ექნება და ამას არა მარტო სიმბოლური დატვირთვა ექნება. აშშ-ში მოსამართლეს ერთი დოლარით მეტი ხელფასი აქვს და ეს არის ხაზგასმა, რომ მათთვის უმთავრესია სამართლებრივი ქვეყანა. ჩვენ ინტელექტისა და რწმენის ქვეყანა ვართ. ამ ორის აღიარება და პრაქტიკული მოქმედება მისი განხორციელებისათვის ნიშნავს ნიჭის ძალაუფლების აღიარებას”.

 წყარო: http://expressinfo.ge/?p=9335
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *