(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ჩემი მოსაზრებები ემთხვევა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მოსაზრებებს

12208941_758415147603490_1733171708_oპარტია „თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, მათი პარტია აღნიშნულ ჯგუფს შეუერთდა და მათ მოსაზრებებს იზიარებს. შაშიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკოსები არ ჰყავს და სწორედ ამაშია უბედურება.

„ჩემი მოსაზრებები ემთხვევა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მოსაზრებებს. კარგი იქნებოდა, პოლიტიკურ პარტიებს გაეთვალისწინებინათ მათი მოსაზრებები, მხოლოდ ჩვენი პარტია „თეთრები” შეურთდა მათ და უარი ვთქვით არჩევნებში მონაწილეობაზე. ჩვენი შეხედულებები ემთხვევა იმ გუნდის მოსაზრებებს, რომ სკამებისთვის არ უნდა იბრძოლონ მხოლოდ. საქართველოს უბედურება იმაშია, რომ არ გვყავს პოლიტიკოსები და კლასიკური პოლიტიკური პარტია.

ვეთანხმები მეცნიერთა საინციატივო ჯგუფს იმაში, რომ ქვეყნის მომავალი იმ პოლიტიკურ ძალაშია, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას – საზოგადოება, ხოლო საზოგადოებას მართავს ზნეობა და ინტელექტი”,- განაცხადა შაშიაშვილმა.

წყარო: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=25732

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *