პოლიტიკურ პროცესს კლავს ფულიანთა ამბიციები

temuri„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ქვეყნისთვის მთავარ პრობლემად პოლიტიკაში ფულის დომინირებას მიიჩნევს.

მისი თქმით, ქვეყნის პრობლემა არ არის პოლიტიკოსთა სიმრავლეში რადგან . საქართველოში ერთი ხელის ხუთ თითზეა ჩამოსათვლელი რეალურ პოლიტიკოსთა რაოდენობა. მისი თქმით პრობლემა არც პარტიათა სიმრავლეშია რადგან კლასიკური ტიპის პარტიებიც თითებზეა ჩამოსათვლელი… პრობლემა არც ივანიშვილშია, რადგან მან იყიდა ყველა, ვისი ყიდვაც შეიძლებოდა.

„პრობლემა სწორედ ფულშია. ფულიანებსა და უფულოებში, ფულიანები ყიდულობენ უფულოებს და ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკლა გაჭირვებამ და მრავალ პარტიას, ვინც დღეს პოლიტიკურ არენაზეა, აწყობთ ხალხის გაჭირვებული მდგომარეობა, რადგან გაჭირვებული ადამიანის მოსყიდვა ძალიან მარტივია. პოლიტიკურ პროცესს კლავს ფულიანთა ამბიციები. ფულიანთა ამბიციებით შეურაცხყოფილი უნდა იყოს საქართველო” – აცხადებს “თეთრების” ლიდერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *