თემურ შაშიაშვილი: ამ ეტაპზე  ქვეყნისთვის აჯობებს, რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“

 

temuri„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს,   რეალური  პოლიტიკური პროცესები   არჩევნების შემდეგ იწყება, მიუხედავად ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს .   მისი თქმით, მზად არის განზე გადადოს როგორც პიროვნული , ასევე პარტიული შეხედულებები  და ქვეყნის სასიკეთოდ მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას’

„მე ვარ პიროვნება, რომელიც შესაძლოა, ყველაზე მეტად არის შეურაცხყოფილი  ბატონი ივანიშვილის მიერ,   გვერდზე ვდებ ჩემს პიროვნულ ასევე პარტიულ მოსაზრებებს, ეხლა ვფიქრობ, რა ჯობია ქვეყნისთვის.  მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე  ქვეყნისთვის აჯობებს, რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“. მას დიდი გაკვეთილი მისცა ამ ოთხმა წელმა და იმედი მაქვს დასკვაც გამოიტანა. აქვე აღვნიშნავ,   თუ „ოცნება“ ისევე გააგრძელებს მოღვაწეობას, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს. ვიმედოვნებ,  „ ქართულმა ოცნებამ“, მისმა ძირითადმა ბირთვმა, დაინახა პრობლემები, თუ ისინი არ გავლენ ხალხში, არ დაეყრდნობიან მეცნიერებას,  ქვეყანას თავზე დაასვამენ ბანკებსა და საშუამავლო ფირმებს, ეს პარტია საკუთარ თავს  დაამთავრებს. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

თემურ შაშიაშვილი სრულიად იზიარებს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის პოზიციას,  რომ არჩევნების შემდეგ, გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც  მისი რწმენით ისევ „ქარტული ოცნება იქნება“ მიეცეს საშუალება ექვსი თვის განმავლობაში თავის წარმოჩენისა, და  180 დღის გასვლის შემდეგ, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი. რომელიც დიდ მოძრაობად ჩამოყალიბდება,  ჩაატარებს კონგრესს, რომელიც შეფასებას მისცემს გამარჯვებული გუნდის მოღვაწეობას.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

7.10.2016

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *