თემურ შაშიაშვილი: ახალ პარლამენტში შევა 3 ან 5 პარტია

“თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის აზრით, საარჩევნო პროცესი, რომელიც დღეს მიდის, სასარგებლოა იმ პარტიებისათვის, ვისი შესვლაც პარლამენტში, არ იყო სასურველი. მისი თქმით,   ივანიშვილმა სრულიად შეცვალა რიტორიკა, და თუ ადრე ორ პარტიაზე საუბრობდა, ეხლა უკვე 5-6  პარტიაზე საუბრობს,

“ცხადია არც ნაციონალებს, არც უცხოეთში არ აწყობთ რომ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია იყოს. მაგრამ ხალხი მოტყუვდება, თუ იფიქრებს,რ ომ  5-6 პარტიის ყოფნით, პარლამენტი არ იქნება ორპოლუსიანი” აცხადებს თეთრების ლიდერი, მისი პროგნოზით, .ახალ  პარლამენტში შევა 3 ან 5 პარტია.

“თუ შევა   3 პარტია, ეს იქნება „ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და კიდევ ერთი რუსული მიმართულების ძალა. თუ შევა 5 პარტია, ეს იქნება   ორი რუსული მიმართულების და დანარჩენი ისინი ვინც იმართება გარედან და სექტებთან და „ნაცმოძრაობასთან“ უფროი ახლოსაა. რეალურად ისინი მიხვდნენ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება  მათ არ აწყობთ.”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *