(ჯეომედიატვ))პოლიტიკა, როგორც ბაზარი, უნდა დასრულდეს!

SUC50324-1საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით,პირველი კომენტარი გააკეთა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა. მისი თქმით,   არჩევნების შედეგები არის „საუცხოო მომავლის საქართველოსათვის“, ,თუ ქვეყანაში აღმოჩნდებიან ადამიანები,ვინც შეძლებს ამ შანსის გამოყენებას.

ფაქტი ერთია, საქართველოში  რეალური პოლიტიკური პროცესი არ მიდის, მისნაცვლად გვაქვს პოლიტიკური  ბაზარი  თვითმარქვია პოლიტიკოსებით და ამასაძლიერებს ხალხში გამეფებული აზრი, რომ პოლიტიკური პროცესი პარტიათასიმრავლეშია. ქვეყნისთვის  ერთნაირად დამღუპველია  ერთპარტიულობაც დამულტიპარტიულობაცთუ  გვინდა  ძლიერი  ქვეყანა, უნდა დავასრულოთ პოლიტიკა, როგორც ბაზარი,სადაც გამალებული ვაჭრობაა და ამ ვაჭრობაშიდაიკარგა საქართველო.“  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით, თუ ქვეყანა ორპარტიული მმართველობის გზით წავიდა   აშშ ის პოლიტიკური სისტემა    არის უაღრესად საინტერესო საქართველოსათვის .მხოლოდ ერთი  ხაზგასმა უნდა გაკეთდეს – საქართველოს სჭირდება ისეთი ორპარტიული  სისტემა, როცა არც ერთი  ქვეყნის გარედან არ იმართება, როცა პარტიებისთვის  მთავარი  იქნება  არა მეგასახელმწიფოთა  ინტერესების დაჯახების ადგილად  ქვეყნის ქცევა, როგორც ეს დღეს არის, არამედ ქართულ ინტერესზე  მათი ინტერესების  ზედდება.

დღეს კი პარლამენტში შესული  ორი მთავარი ძალიდან (და არა პარტიიდან ) ორთავე გარედან იმართებიან…“ნაცმოძრაობა“ არის სექტა და არა პარტია…“ქართულ ოცნებას“ არ აქვს იდეოლოგიური ფუნდამენტი…ორთავე გარშემორტყმულია სატელიტი ძალებით, ,რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილი და მართულია ქვეყნის გარედან,ვაჭრობენ პირველ ორთან პოლიტიკური დივიდენდებისა და მატერიალური სარგებელის მიღებისათვის.

“ქართული ოცნებისათვის” ეს,მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება, დამარცხების საწყისად შეიძლება იქცეს, თუ ძველებურ სტილში და ასეთი თვითკმაყოფილებით გააგრძელებს საქმიანობას. მას აქვს შანსი დარჩეს დიდ პოლიტიკურ  მოთამაშედ , თუ გააკეთებს დასკვნებს ამ ოთწლიანი მმართველბის გაკვეთილებიდან,მოიცილებს პოლიტიკურ მაფიოზებს,თვითონ გახდება ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყების ინიციატორი ან ხელშემწყობი , ყოველ შემთხვევისთვის ხელს მაინც თუ არ შეუშლის იმას,ვინც ამას დაიწყებს.  –  აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

მისი თქმით, ამ პროცესის დაწყების აუცილებლობასა და გარდაუვალობასთან დაკავშირებით სერიოზული განცხადება გააკეთა 5-6 თვის წინ, მეცნიერთა  საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც  ემიჯნება  დაპირისპირებას  და  მომავლის  საქარათველოსთვის თანამშრომლობის ჰარმონიზაციას  მიიჩნევს  ქვაკუთხედად.  

http://www.geomediatv.ge/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A3/
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *