ქვეყნისთვის ბედნიერება იქნება თავისუფალი ჟურნალისტი

qutaisi

ეს სურათი ქუთაისელმა ჟურნალისტებმა, ლელა გურგენიძემ და ლელა ცეცაძემ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს  ასეთი  მინაწერით:

“მაშინდელმა გუბერნატორმა სახვითი ხელოვნების გალერეაში პირველად აღნიშნა ქართული ჟურნალისტიკის დღე..ტკბილეულით გაგვიმასპინძლდა და თან გვეუბნებოდა ენა დაიტკბეთო”..

ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ, რომელიც ამჟამად ამერიკაშია და იქ უშვებს გაზეთ “მამულს” ,კომენტარში აღნიშნა,რომ ეს იყო  1998 წლის 21 მარტი.

აქვე ჟურნალისტ ია იაშვილის  კომენტარი: “მახსოვს ეს დღე, როგორც მარტის იუბილარს, იებით სავსე ლარნაკი მაჩუქა… ძალიან კარგი დღე იყო”

ჟურნალისტი ლელა გურგენიძე საკუთარ  კომენტარში ნოსტალგიას გამოხატავს: “ღმერთო, რა ბედნიერი ვიყავით მაშინ, ჟურნალისტებს ადამიანად გვთვლიდნენ”

იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი, “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი სურათს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა.

“დიდი მადლობა ყველას ამ ფოტოსა და ამ დღის გახსენებისათვის.
ბევრს მაკრიტიკებდით,მაგრამ ძალიან გაფასებდით,მეოთხეს კი არა,ზეხელისუფლებას გიწოდებდით.

დღეს….ეს თქვენ შეაფასეთ და შეადარეთ.

ქვეყნისთვის ბედნიერება იქნება თავისუფალი ჟურნალისტი(რედაქტორისგანაც)..
ქვეყნისთვის ბედნიერება იქნება,თუ ყველა მაღალი რანგის ხელმძღვანელი გაბედავს ისეთ პირდაპირ ეთერსს,როგორიც გვქონდა ჩვენ..ჯერ “გისმენთ ქალაქის მერი” და მერე “გისმენთ გუბერნატორი”…

კარგი იქნება ,ყველა მაღალი რანგის ხელისუფალი შეძლებს კვირაში ერთხელ გამართოს პრესკონფერენცია პირდაპირი ეთერით,აკრედიტაციის გარეშე და ბოლო შეკითხვამდე.. როგორც,ამას ჩვენ ერთად ვახერხებდით..

კიდევ ერთი,პრესა და ტელევიზია თავისუფალია იმ ქვეყანაში,სადაც ჟურნალისტი პასუხს აგებს იმაზე რასაც წერს,თუ ამბობს და სახელმწიფო ორგანოები მყისვე აკეთებენ რეაგირებას იმაზე,რაც იწერება და გადაიცემა.ასეთ შემთხვევაში ასე ვერ იპარპაშებენ პოლიტიკაში მაფიოზები,ასეთი ძალა არ ექნება ფულს პოლიტიკაში,პოლიტიკა ასეთი ვაჭრობა და ბაზარი არ იქნება.
ვიბრძოლოთ მომავლის საქართველოსათვის!”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *