(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ხალხმა დაასრულა კოჰაბიტაციაც და დამნაშავე პარტიის პარპაშიც

news_27626პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი” უცვლელად გთავაზობთ.

 

 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რადიკალურად განსხვავებულიმოსაზრებებით გაივსო საინფორმაციო სივრცე. სამწუხაროა, რომ  ბევრი პარტია,პოლიტიკოსიარასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენი .. „მეგობრებიყოველდღიურადიცვლიან პოზიციას, რასაც აქტიურად იყენებენხალხსა და დემოკრატიაზემოფიქრალიჟურნალისტები და ხდება  პოლიტიკური პროცესის ხელოვნურირადიკალიზაცია.

ჩვენ, „თეთრები“, პოზიციას არ ვიცვლით და იგი ეყრდნობა საქართველოშიდამოუკიდებლობის აღდგენის მთელი შემდგომი პერიოდის პოლიტიკური პროცესისმეცნიერულ ანალიზს.

ყალბმა ეროვნულმა პათოსმა, დემოკრატიის თამაშმა, სოციალურმა დემაგოგიამ დაპოლიტიკურმა კორუფციამ, ბოლოს კოჰაბიტაციამ  ხალხის  ყოფა გაუსაძლისი გახადაქვეყანაში, როგორც იტყვიან პოლიტიკოსები, მათი ოჯახები და მათ მიერ მხარდაჭერილიბიზნესმენები და ახლობლები ცხოვრობენ, დანარჩენები კი მხოლოდ არსებობისთვისიბრძვიან.

ამ უაზრო პოლიტიკით დაღლილმა ხალხმა ხმამაღლა თქვა, რომ იგია ქვეყნის ბატონპატრონი   და ასე ცხოვრება  აღარ შეიძლება. ეს გამოიხატა არჩევნებზე არმისვლითაც და არჩევნებზე მისვლის შედეგებითაც

ანალიზი ზედაპირზე დევს. ამ არჩევნებს არ ჰყავს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა. (თუნდაც მივიდა, რომ ნახევარზე მეტმა საჭიროდ არ ჩათვალა საარჩევნო ყუთთან მისვლა). არჩევნების შედეგებით, ხალხმა უარი უთხრა კოჰაბიტაციას და გამოხატა ნება, საბოლოოდდასრულდეს დამნაშავე პოლიტიკური პარტიისნაცმოძრაობის გავლენა პოლიტიკურპროცესებზე. ანუ ხალხმა გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო წინა არჩევნებშიგამარჯვებულმაქართულმა ოცნებამ“. 

ვთქვათ პირდაპირ: ამ არჩევნებით, შესაძლებელია და ასეც უნდა მოხდეს, გამარჯვებულიაღმოჩნდეს ხალხი და ქვეყანა. ეს შანსი ხალხმა ნამდვილად აღარ უნდა გავუშვათ ხელიდანდა არ ავყვეთ დამნაშავე პოლიტიკური ძალისა და მათ მიერ დაქირავებული ხალხისპროვოკაციებს, რომლებიც დემოკრატიის საბაბით ცდილობენ კიდევ ერთხელ მიაყენონშეურაცხყოფა ქვეყანას იმით, რომ  დამნაშავენი პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენასინარჩუნებდნენ. ვისაც ოდნავ ღირსება გაგვაჩნია, უნდა გავანობიეროთ ამ ეტაპისპასუხისმგებლობა და მივიდეთ არჩევნებზე, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ დამნაშავეპოლიტიკურ ძალას, 500 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა (დარწმუნებული ვართ,ამათგან ბევრი გადახედავს თავის პირველ გადაწყვეტილებას). 

სწორედ ამ არჩევნებით შეიძლება დიდი დემოკრატიული პროცესის დაწყებასაქართველოში

რა შეიძლება იყოს არჩევნების საბოლოო შედეგი?

რეალურია და შესაძლებელი, ამ არჩევნებმა დაასრულოს ქვეყანაში გამეფებულიპოლიტიკური უპასუხისმგებლობა, როცა ყველა პარტია და პოლიტიკოსი მართალია,ყველა  კარგად მუშაობს და ქვეყანა კი უმძიმეს პრობლემებში შედის

ჩვენ არჩევნების დასაწყისშივე ვთქვით, რომ ქვეყნისთვის ერთნაირად დამღუპველიაერთპარტიულობაც და მულტიპარტიულობაც. ყველაზე მისაღებად ქვეყნისგანვითარებისათვისამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა მიგვაჩნია  ძლიერი პარტიული პრეზიდენტით, ძირითადში ორპარტიული  და საკანონმდებლოორგანოს ორპალატიანი სისტემით და პრაქტიკულად, აბსოლუტურად დამოუკიდებელისასამართლო სისტემით.

ამ არჩევნებმა ამ სისტემაზე გადასვლის კარგი პირობები შექმნა. ყველაფერიდამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება მეორე ტური.

ჩვენი პოზიცია კატეგორიულიაამ ეტაპზე, ქვეყნისთვის სასურველზე სასურველიადამნაშავე პოლიტიკურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობასარ ჰქონდეს ქვეყანაშიპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ზემოქმედების არავითარი იურიდიულიინსტრუმენტი, კონსტიტუციული უმრავლესობა ჰქონდესქართულ ოცნებას (სწორედამიტომ  არ მიიღო პარტიათეთრებმაარჩევნებში მონაწილეობა და მოვუწოდეთ ხალხს,რაც შეიძლება მეტი ხმა მიეცათქართული ოცნებისთვის“), რომ  ხალხმა იცოდეს,დამთავრდა ეპოქა, როცა ედუარდ შევარდნაძით დაწყებული, სააკაშვილითგაგრძელებული და ბატონ ივანიშვილით დამთავრებული, ქვეყნის პრობლემებისგადაუწყვეტლობას იმით  გვიხსნიდნენ, რომ ისინი მარტონი არ არიან, კანონების მიღებაცდა საკადრო პოლიტიკაც  ვაჭრობით ხდება, რომ სრულად ვერ ატარებენ ეფექტურპოლიტიკას.

ხალხმა ამ არჩევნებით, სწორედ დიდი დემოკრატიული პროცესის დაწყებისათვის, სრულიპოლიტიკური პაკეტი უნდა ჩააბაროსქართულ ოცნებას“, რომელმაც ყოველგვარი ახსნაგანმარტებების გარეშე უნდა შეძლოს ის, რომ მოქმედებაში იქნას მოყვანილი ქვეყნისინტელექტუალური, ეკონომიკური, ბუნებრივი და გეოგრაფიული პოტენციალი, რომქვეყანაში დასრულდეს მონოპოლიზმი (პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, საზოგადოებრივცხოვრების ყველა სფეროში საერთოდ), დამკვიდრდეს კონკურენტული გარემო,კონკურენცია საერთოდ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანა უნდა იმართებოდეს არაგარედან კარნახით, არამე, ერის ბუნებიდან გამომდინარე

ხდება  უნიკალური რამ, რისადმიც ყველანი უნდა ვიყოთ პატივისცემით: ქვეყანაშიბუნებრივად ხალხი ხდება მთავარი ოპოზიციური ძალა. ხალხი, სწორედ ხალხი უნდაგახდეს იმის გარანტი, რომ ხელისუფლებას  არც დაპირებების შეუსრულებლობა და არცდემოკრატიულ ფასეულობათა დარღვევა აპატიოს.

ხლა გამოჩნდება, ვინ ვინ არის ხელისუფლებაშიც და მის გარეთაც  და  ვის რასახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გააჩნია ქვეყნისა და მისი მომავლისათვის.

ხლა გამოჩნდება, მეცნიერის, კულტურის მოღვაწის, ინტელიგენციის საერთოდპოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიისსაშუალებების პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე. სწორედ მათ არ უნდა მისცენკონსტიტუციური უმრავლესობით მოსულ პოლიტიკურ ძალას არც კონსტიტუციისშეურაცხყოფის და არც ძალაუფლების უზურპაციის უფლება. ხალხს ამისათვის დიდსაშუალებას აძლევს ის, რომ პრაქტიკულად წელიწადნახევრის განმავლობაშისაპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებია.

ქვეყანაში იწყება უაღრესად საინტერესო პოლიტიკური და სამართლიანობის აღდგენისრეალური პროცესი  და ეს დამოკიდებულია როგორც ხელისუფლების, ასევე ხალხისპასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ დღემდე არსებული პოლიტიკური კინკლაობა დადაპირისპირება შეიცვალოს თანამშრომლობის ჰარმონიზაციით.

დღეს ქევყანაში პოლიტიკური პარტიებისა და თვითმარქვია პოლიტიკოსების დრო კი არა,სახელმწიფო კაცების დროა. როგორც ამას ილია ჭავჭავაძე იტყოდა, სახელმწიფო კაცი კიშეიძლება იყოს პოლიტიკოსიც და  ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანიც.

ჩვენ ვიქნებით ბედნიერი, თუ ამ ოთხი საპარლამენტო წლის შედეგი იქნება კარგადმომართული ქვეყანაკონკურენტული გარემოთი და დაცული ადამიანით. სამომავლოდგამოკვეთილი ორი ძლიერი პარტიით (ძირითადში მაინც).

ქნება თუ არა ამ ორიდან ერთერთიქართული ოცნება“, ეს ძალიან  ძნელი სათქმელია,მაგრამ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის  დალეწავს პოლიტიკურ საზღვრებს დაგამოიყენებს იმ უდიდეს ინტელექტუალურ პოტენციალს (მიუხედავად პარტიულიკუთვნილებისა), რომელიც საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დიდია როგორც ქვეყანაში, ასევექვეყნის გარეთ  ჩვენი თანამემამულეების სახით.

ვეჭვობ, რომ ამ ორიდან ერთერთი იყოს ამ საარჩევნო პროცესის მონაწილე, თუნდაცქვეყანაში რეგისტრირებული რომელიმე პოლიტიკური ძალასრულიად სხვაპოლიტიკური კონფიგურაციის ძალები სჭირდება ქვეყანას და მის მომავალსამ ოთხმაწელმა ეს უნდა გამოკვეთოს.

 ამ ოთხმა წელმა უნდა დაასრულოს იმ უნიკალური პრინციპის დამკვიდრება, რომელიცეროვნული კრებისათვისმზადებისას  გამოიკვეთა, ჯერ კიდევ 2006 წელს და მთავარპრინციპად აქცია მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმაეროვნული თანხმობისპარლამენტისათვის“:

ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს და მართავს საზოგადოება,საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა, – ნათქვამია თემურ შაშიაშვილისგანცხადებაში.

წყარო: http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=27626

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *