თემურ (რეპორტიორი ) შაშიაშვილი: კონსტიტუცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს

 news_27626პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ახალარჩეულ პარლამენტში „ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას მიესალმება და მიაჩნია, რომ ახლა ქართული ერის მთავარი ამოცანა პოლიტიკურ პროცესებზე ნაცების გავლენის მოსპობაა.

ჯერ ბატონი შევარდნაძე, მერე სააკაშვილი და ბოლოს ბატონი ივანიშვილი გამუდმებითგაიძახოდნენ ერთსა და იმავეს –   გვინდა ეფექტური  ღონისძიებების გატარება, მაგრამვიღაც გვიშლის  ხელსო. კი ბატონომივცეთ ბიძინა ივანიშვილს იმის საშუალება, რომხელი არავინ შეუშალოს, დაე  საკანონმდებლო უმრავლესობაც მიიღოს და ვნახოთ, რაციქნება. ამით ბიძინა ივანიშვილის მხარეს კი არა, ქართველი ხალხის მხარეს ვარრომელიცამ ხნის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა როგორც ოპოზიცია და ხელისუფლებისუზურპაციის უფლებას არავის მისცემს, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლებამ არჩევნები „ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააყალბა, არასერიოზულია.

არჩევნების გაყალბება ბიძინა ივანიშვილს არანაირად არ სჭირდებოდა დაკონსტიტუციური უმრავლესობასაც  „ქართული ოცნებაუპრობლემოდ აიღებდა, რადგანხალხი გაწამებულია, ვერ გაუგია, ვინ აგებს  პასუხს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, – აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების” ლიდერი ასევე  მიესალმება კონსტიტუციაში სერიოზულ ცვლილებებს  და მიაჩნია,  არსებული კონსტიტუცია ისეთ მდგომარეობაშია, რომ  „უარესი ყოვლად  წარმოუდგენელია და იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს!”

წყარო: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=28113

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *