(geomediatv.ge)თემურ შაშიაშვილი: ბურჭულაძემ აჭრა პოლიტიკური პროცესი

“თეთრების”  ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობის მიერ არჩევნებში მიღებული ხმები   დიდწილად   პაატა ბურჭულაძის დამსახურებაა.

„თავიდანვე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ,  პაატა ბურჭულაძის ნამდვილი მეგობრები   არჩევნებში მონაწილეობას არავინ ვურჩევდით  და ვეუბნებოდით , რომ პოლიტიკა  მიწასთან გაასწორებდა მის ავტორიტეტს! ბურჭულაძემ იმდენად აჭრა პოლიტიკური  პროცესი, რომ ყველას წაართვა საშუალება, ყოფილიყო,  როგორც „ქართული ოცნების“, ისე ნაცმოძრაობის მთავარი ოპონენტი და მონოპოლიზაცია გაუკეთა ამ ნიშას. პაატას ფული და საშუალება ჰქონდა რადგან ის ძალიან სერიოზულად ფინანსდებოდა. მაგრამ ბოლო  მომენტში ხალხი მიხვდა, რომ პაატა ბურჭულაძე არ იყო ის ძალა, ვისი ნდობაც  შეიძლებოდა და ხმის მიცემა არც ერთისათვის რომ არ უნდოდა, ან ქართულ ოცნებას ან ნაცმოძრაობას მისცა ხმა“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

http://www.geomediatv.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AD%E1%83%A3%E1%83%9A/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *