(reportiori)ქვეყანას სწორედ აკადემიური პოლიტიკა სჭირდება

392399_365024420206703_1607785787_n“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებით ხალხმა გამოხატა უკიდურესად უარყოფითი განწყობა პოლიტიკური პარტიების მიმართ. ამავე დროს, მისი თქმით, არჩევნებით ხალხმა დაიბრუნა პოლიტიკოსების მიერ წართმეული ხელისუფლება და დღევანდელი ხელისუფლების რეალური ოპოზიცია სწორედ ის გახდა.

დრო აჩვენებს, სწორ შეფასებას ვაკეთებ  თუ არა  და საზოგადოება აღმოჩნდება თუ არა იმსიმაღლეზე, რომ ეს გამარჯვება ბოლომდე მიიყვანოს“, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

მისი  აზრით  ამ მხრივ განსაკუთრებული  როლი  მეცნიერებს, ინტელიგენციას, მოაზროვნე ადამიანებს ეკისრებათ.

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის ხელისუფლების მთავარი მრჩეველი. თუ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლებაა, რომ შენს რჩევასარ იღებს, შენი პასუხისმგებლობაა, იბრძოლო იმისთვის, რომ ეს შეიცვალოს. ჩვენთან კი პირიქითაა, მეცნიერები საერთოდ გაურბიან პოლიტიკას, იმიტომ რომ პოლიტიკადანაგვიანდა. ბაზრად იქცა. ყიდულობ და ყიდი ხმას, ყიდულობ პარტიას, პარტიისლიდერს, თუ სადმე რაიმე სახის ვაჭრობა არსებობს, ეს ყველაზე დიდი რაოდენობით არისპარტიებშიმთელ მსოფლიოში  მეცნიერება და ინტელიგენცია ითვლება ხელისუფლებისბუნებრივ მეკავშირედაც და ოპონენტადაც. მისი პასუხისმგებლობა დიდია ხალხის წინაშე.ის ფეხქვეშ არ ეგება, გუნდრუკს არ უკმევს ხელისუფლებას.  ქვეყანას სწორედ ის მტრობს,ვინც ცდილობს თუ ახერხებს ინტელიგენციის და მეცნიერების  ყიდვას“, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას სწორედ აკადემიური პოლიტიკა სჭირდება. საქართველოში უნდა დასრულდეს ქუჩის და მყვირალა პოლიტიკოსების ეპოქა. რომელთაც, სამწუხაროდ, ტელევიზიებისა და მედიის დიდი ხელშეწყობა აქვთ.

ქართული საინფორმაციო სივრცე, პირველ რიგში კი, სატელევიზიო, ისეთპოლიტიკოსებზეა მიმართული, რომლებიც ძირითადში სენსაციებზე ცხოვრობენ. ქვეყანასსჭირდება აკადემიური პოლიტიკა, ეს კი არ ჩანს. ქვეყანა ცხოვრობს არჩევნებიდანარჩვენებამდე და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი, რომელსაცსატელევიზიო შოუები მიყავთ, ხალხის ზომბირებას ახდენენარ მგონია, ვინმემ  ისეთივედარტყმა მიაყენა საქართველოს მოსახლეობას, რაც მიაყენეს ტელევიზიებმა. თუსაქართველოში ქართული განწყობის სატელევიზიო სივრცე არ შეიქმნა, ეჭვი მეპარება, რომქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს“,  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

წყარო: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=30135

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *