(ჯეომედია) „ეს არის ტყუილი და იუნესკოს შეურაცხყოფა“-იუნესკოს 2016 რუსთაველის წლად არ გამოუცხადებია

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა-ნამდვილად გამოაცხადა თუ არა იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად? ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს მართლაც ასეა, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს ტყუილის და საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი.

ამ კითხვაზე პასუხისთვის ქართული ერთობის დარბაზის წევრს, თემურ შაშიაშვილს დავუკავშირდით.

-ბატონო თემურ, თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც ქართული ერთობის დარბაზის სახელით 2016 წლის შოთა რუსთაველის წლად გამოცხადებას ითხოვდით. იქნებ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია-გამოცხადდა თუ არა ეს წელი რუსთაველის წლად? საქმე იმაშია, რომ საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ეს ასეა და ფოტოებიც კი გავრცელდა მილოცვის ნიშნად, გუგლშიც იძებნება უკვე, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა.

%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98

-სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ იუნესკოს 2016 წელი არ გამოუცხადებია რუსთაველის წლად. ეს ასე ადვილი საქმე არ არის, იუნესკომ რომ რომელიმე წელი რაიმე თარიღად გამოაცხადოს, ამას 2-3 წელი მუშაობა და მზადება უნდა. აი, მაგალითად, პარიზში რომ ქუთაისის დღეები ჩავატარეთ, იუნესკოსთან 2 წელი მიმდინარეობდა მუშაობა და მოსამზადებელი სამუშაოები.

იდეა, რომ შოთა რუსთაველის იუბილე აღნიშნულიყო მთელს მსოფლიოში, ბატონმარეზო ჩხეიძემ წამოაყენა, მერე უწმინდესს გაუზიარა აზრი და პარტიარქმა კურთხევა მისცა. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ შეხვედრას ვესწრებოდი, შედგა მიმართვა, რომელიც ქართული ერთობის დარბაზის სახელით გავრცელდა და მასზე ხელი აქვთ მოწერილი ისეთ კორიფეებს, როგორებიც რეზო ჩხეიძე, მერაბ ბერძენიშვილი, რომან რურუა, ანზორ ერქომაიშვილი, ომარ მხეიძე  და სხვანი არიან. რეზო ჩხეიძის იდეა იყო, რომ ჩატარებულიყო ქართველთა მსოფლიო კონგრესი და ამის პარალელურად რუსთაველის დღეები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარ გარეთ, სადაც ქართველები მრავლად არიან. ცუდია, რომ ბატონმა რეზომ 2 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა პრეზიდენტთა ამ საკითხზე შეხვედრა, მერე,  როცა ირაკლი ღარიბაშვილი იუნესკოში მიდიოდა, ჩვენ ვთხოვეთ ეს საკითხი დაესვა, მაგრამ სამწუხაროდ არ ყოფილა ამაზე საუბარი და მისი რეაქცია მოწონების იქით არ წასულა.

იმისათვის, რომ იუნესკომ მართლაც გამოაცხადოს რუსთაველის წლად რომელიმე წელი, აუცილებელია გაერთიანება, უნდა გავერთიანდეთ ხალხი, მთავრობა და ეკლესიის კურთხევით მივმართოთ იუნესკოს, ასე ხელაღებით კი იმის გამოცხადება, რომ იუნესკომ 2016 წელი რუსთაველის წლად გამოაცხადა, არის თავად იუნესკოს შეურაცხყოფა და ძალიან ცუდი ტონი იმ ადამიანებიდან, რომელთაც ეს გააჟღერეს. პირველ რიგში აუცილებელია პრემიერთან შეიქმნას დიასპორის საბჭო-ეს ყველაზე დიდი საშუალებაა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მივაწვდინოთ ხმა და მოვახერხოთ გაერთიანება. ამ დიასპორის საბჭოში ყველა ქვეყანაში მოქმედ დიასპორას უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, საბჭოს შეხვედრა კი პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცემოდეს.  უცხოეთში მცხოვრები ქართველები ჩართულნი უნდა იყვნენ ასეთ საქმეებში და სხვათაშორის, მათ 5ჯერ მეტის გაკეთება შეუძლიათ.

საჭიროა შედგეს სამთა კავშირი-ხალხი, ეკლესია და მთავრობა, დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები და გამზადდეს იუნესკოსთვის მიმართვა. სხვაგვარად, ასე ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები იუნესკოს შეურაცხყოფაა და არც ჩვენთვის არის რაიმე კარგის მომტანი“-გვითხრა თემურ შაშიაშვილმა.

ამ საკითხზე უფრო ვრცლად ბატონ თემურთან მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ, ის ამჟამად ევროპაში იმყოფება და როგორც გვითხრა, ხვალ მოსკოვში მცხოვრები ქართველების მიწვევით მოსკოვში აპირებს ჩასვლას, სადაც საქართველოს პატრიარქი 23 ნოემბერს  მოსკოვის ქართულ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის და ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავს.   

-„ამერიკაში რუსეთს აგინებენ კიდეც და მტრადაც მიაჩნიათ, მაგრამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ამერიკელმა ხალხმა არ აირჩია რუსეთის მაგინებელი კანდიდატი. ჩვენც ვიცით, რომ რუსეთი აგრესორია, მაგრამ მასთან გვჭირდება დაბალანსებული ურთიერთობა. დღემდე მხოლოდ პატრიარქის გაწონასწორებული რეაქციებით გვაქვს შენარჩუნებული ღერძი, იმის გამო, რომ რუსეთი არ მოგვწონს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ, რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ქართველები, იქ არიან ქართველი კორიფეები მედიცინაში, მეცნიერებაში…ეს ხალხი არ უნდა დავკარგოთ და მათი პოტენციალი საქართველოსთვის უნდა გამოვიყენოთ. დღეს ვინც საქართველოში აგინებს რუსეთს, სწორედ ის აკეთებს ქვეყნისთვის მტრულ და რუსეთის საქმეს. დიალოგი აუცილებელია“-გვითხრა საუბრის დასასრულს შაშიაშვილმა.

წყარო: http://www.geomediatv.ge/%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *