თემურ შაშიაშვილი: პრემიერ-მინისტრთან შეიქმნას დიასპორების საბჭო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,    დიასპორის სამინისტროს მიერ გამართულ ფორუმზე “ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები”,   სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა   „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

მან დადებითად შეაფასა შეხვედრის იდეა და სამინისტროს მცდელობა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან კონტაქტების გაღრმავების შესახებ. თავის  სიტყვაში “თეთრების” ლიდერმა განაცხადა:

„ მიმაჩნია,რომ ამ შეკრებით სამინისტრო კარგ საქმეს აკეთებს.  ჩემი აქ მოსვლის მიზეზი, გარდა პერსობალური მოწვევისა იყო  ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მქონდა საშუალება,   დაახლოებით 7-8 ათას  უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს შევხვედროდი და კარგად ვიცი მათი განწყობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები არიან  საქართველოს უდიდესი ომტელექტუალური კაპიტალი, რომლის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებაა აუცილებელი. ამავე დროს მათ იციან როგორია ჭეშმარიტი ევროპა, ამერიკა და რუსეთი, განსხვავებით იმისაგან, როგორც ამას ტელევიზიები წარმგვიჩენენ“.

„თეთრების“ ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, პრემიერ-მინისტრთან შეიქმნას დიასპორების საბჭო. რომელშიც მოწვეული იქნება თითო  წარმომადგენელი იმ 30 ქვეყნიდან სადაც ცხოვრობენ   ჩვენი უცხოელი თანამემამულეები.  .

„მე ვხედავდი რეალურად, როგორი მონდომებული იყო  დიასპორების საქმეთა მინისტრი და სამინისტო, მაგრამ ისიც ვიცი, როგორ უჭირთ სამინისტროებს კოორდინაცია. ამიტომ, მიმაჩნია, ერთადერთი ვისაც ეს შეუძლია, არის პრემიერ-მინისტრი“  – განაცხადა  თეთრების ლიდერმა. მისი თქმით, მთავარი კრიტერიუმი ამ საბჭოში გაწევრიანებისა არის პიროვნების   მაღალი ავტორიტეტი შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებაში,   ადგილობრივ მოსახლეობაში და ასევე ნდობა და ავტორიტეტი ჩვენს დიასპორაში.

„თეთრების“ ლიდერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ბატონი რეზო ჩხეიძის ინიციატივაზე „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ ჩატარების აუცილებლობაზე.  რომელიც პატრიარქის მიერ იყო მხარდაჭერილი.

„ვიცი ეს იდეა დიასპორების მინისტრის მიერ მხარდაჭერილია, მას  ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტროც მხარს  დაუჭერს. ჩვენ მიგვაჩ ია, რომ კონგრესი უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად 30 -მდე ქვეყანაში, სადაც ჩვენი თანამემამულეები კომპაქტურად ცხოვრობენ და დასრულდეს თბილისში, თუნდაც თბილისობის დღესასწაულზე, ღონისძიება უნდა გაშუქდეს რომელიმე ტელევიზიის მიერ  პირდაპირი ეთერით.“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ   ეს მეტად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაახლოების კუთხით, ასევე შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით ღირსეულად აღნიშვნის თვალსაზრისითაც.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

21.11.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *