(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით

პარტია „თეთრების” თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამაზე  უარის თქმას არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ, მაგრამ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში, ხალხისა და ქვეყნისადმი  ხელისუფლებისპასუხისმგებლობა მოკვდა, თანამდებობის  მოპოვების მთავარ კრიტერიუმადმლიქვნელობა იქცა, სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებს გადაცდა,წახალისებულია მოღალატეობაპარტიიდან პარტიაში მომთაბარეობა, პრაქტიკულადპოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ.

მომავალი არ აქვს ქვეყანას, სადაც მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებაშიასეთი თვთკმაყოფილებაა, სადაც ასეა გაბოროტებული ოპოზიცია, სადაც   ხალხს  ლამაზიტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს, სადაც ათას მიზეზთა გამო, დუმს ინტელიგენცია,სადაც ხელისუფლების და საერთოდ პოლიტიკური ძალების მიერ იგნორირებულიამეცნიერება, სადაც მეცნიერები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას, იყვნენ ხელისუფლებისმთავარი ოპონენტები.

საქართველოს  ყველა რესურსი აქვს, იყოს წარმატებული ქვეყანა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვსუდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ; ასეთივეადამიანური და ბუნებრივი რესურსები და მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გამოკვეთილიგეოგრაფიული რესურსი.

სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში, რომელსაც ყველა პირობა აქვს, იყოს წარმატებული,მართვის სისტემაა ავადმყოფი. იგი ებრძვის ზნეობრივს, კომპეტენტურს, ქვეყნისთვისმომართულს. ახალისებს მონური ფსიქოლოგიის  მედროვეებსა და კარიერისტებს. სწორედამის შედეგია, რომ  რაც დრო გადის, სუსტდება და იკარგება ქართული ინტერესი,საქართველო  ზესახელმწიფოთა დაპირისპირების მძლავრ ცენტრად იქცა, ქვეყანამპრაქტიკულად დაკარგა ეკონომიკური (და არა მარტო) დამოუკიდებლობა, ჯართად იქცასამუშაო ადგილები, ქვეყანა კი უცხოური პროდუქციის ბაზრადუცხოეთის ქვეყნებშიმონური შრომისათვის გავწირეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ისტორიულადინტელექტთან და მიწასთან, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ ქვეყანაში, ხალხისგამოკვების უმწვევესი პრობლემა დგასმოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იღებსარსებობისათვის საჭირო კალორიების ნახევარსაც კი.  

ყველა ზემოჩამოთვლილი პრობლემა უსერიოზულესია, მაგრამ ის, რაც წლებისგანმავლობაში განათლებაში ხდება, ამაზე ანტიქართულის წარმოდგენა შეუძლებელიც კიგვგონია. გაუფასურებულია ეროვნული დიპლომი, სტუდენტობისა და ახალგაზრდობისპრობლემები თვითდინებაზეა მიშვებული.

ეს არ არის ერთ და ორ წელში დაგროვილი პრობლემები. ტრაგედია იმაშია, რომქართულმა ოცნებამარათუ გაითვალისწინა წარსულის შეცდომები და მწარეგაკვეთილები და სიტუაციას ვერ ცვლის, არამედ აგრძელებსმოქკავშირაღორძინებისდანაცმოძრაობისდამანგრეველ კურსს. ყოველი შემთხვევისათვის, ჩვენ ასეთიშთაბეჭდილება გვექმნება, რადგან ვთვლიდით და ვთვლით, რომ საჭიროა სისტემურიცვლილებები, ინტელექტუალური რადიკალიზაცია და არა ბელადომანიის თამაში დაფულის ძალაუფლების დამყარება.

კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობთ, მართვის სისტემაა ავადმყოფი და ამისიუპირველესი საფუძველი არის ის, რომ  ქვეყანა რეალურად, ბანკირის ფსიქოლოგიითიმართება. აქ საუბარია ფსიქოლოგიაზე და არა კონკრეტულ პიროვნებებზე. ნაცვლადცივილიზებული საბანკო სისტემისა, მივიღეთ ასამდე ბანკირის მიერ თავსმოხვეულისაბანკო მონოპოლია.

ხელისუფლება ამას არ უნდა ეგუებოდეს. ეს არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მისთვისაასაზიანო.

გულახდილად გვინდა ვუთხრათ მთავრობას, თქვენ უკვე დაღუპული ხართ, თუ გჯერათ იმ განმარტებების, რასაც აკეთებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებითთუ მართლა გჯერათ, რომ ლარის გაუფასურება  ხალხის ცხოვრების მაღალი დონითააგანპირობებული, თუ მართლა გჯერათ, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენიქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს ( შეწუხებული კი არა, მოსახლეობა უკვე დეპრესიაშია)… თუმართლა გჯერათ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის  გადაწყვეტილება თქვენისაქმიანობის  ერთერთი ყველაზე  დიდი წარმატებაა, თუ მართლა გჯერათ, რომ ამ საბანკოსისტემით ან მოსახლეობას, ან ეკონომიკას ეშველება.

საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ამასმოსახლეობა გრძნობს და ხედავს დღეს. რომ  ასეთი პოლიტიკით სინათლე არ ჩანს,პირდაპირ ვთქვათ, სრული სიბნელეა.

 

ჩვენ ვფიქრობთ,   მდგომარეობა კიდევ უფრო რომ არ  გამძაფრდეს, ხელისუფლებასგვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. ეს სულაც არ არის სისუსტის ნიშანი. სისუსტეამაზე უარის თქმაა. სისუსტე დაპირისპირებაა. ამ სიტუაციაში კი, დაპირისპირებამომაკვდინებელია. ამის წინაპირობა კი, აშკარად ჩანს: თვითკმაყოფილი ხელისუფლება,უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი, ჩასაფრებული ოპოზიცია და ეს იმ დროს, როცაქვეყანა სავსეა მოაზროვნე და კომპეტენტური ადამიანებით, განსაკუთრებით, პოლიტიკურპარტიებს მიღმა.

საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოსაკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებითამ დიალოგის ინიციატორი  ხელისუფლება უნდა გახდეს. ამისთვის ყველაზე კარგი დროახლა. მოვიდა ახალი პარლამენტი, გვყავს ახალი მთავრობა, მათ უნდა მოძებნონ ძალასაკუთარ თავში ასეთი დიალოგისათვის.

ხელისუფლებაში და ხელისუფლების მხრივ, მოქმედებაა საჭირო და არა თავის მართლებისრეჟიმში ყოფნა, მით უფრო, როცა აგრესიული გახდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიცყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი დღეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისათვის.

უპირველესი არის ის, რომ  ხელისუფლება გამოვიდეს  თვითკმაყოფილების   უაზროპოზიციიდან და გადადგას რეალური ნაბიჯები  ინტელექტუალური რესურსებისმოქმედებაში მოყვანისათვის. ნუ გეშინიათ  განათლებული და კომპეტენტურიადამიანების. ნუ ჩაიკეტეთ საკუთარ სამეგობროებში, ემსახურეთ და თან პატივისცემითემსახურეთ ხალხს, რომელმაც არნახული ნდობა გამოგიცხადათ, რომელსაც უკადრებელივაკადრეთ უკანასკნელი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პოლიტიკურ პარტიათადაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს. დაპირისპირება სისუსტის მაჩვენებელია.თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. გულწრფელად ვურჩევთ საკუთარპარტიასაც და საერთოდ  ხელისუფლების გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს, ყველანივართ პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და გვეკისრებაპასუხისმგებლობა მომავლისათვის. ჩვენ ყველას გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას და სიხარულს ხელისუფლების შეცდომებით,ოპოზიციაში ყოფნა უპირველესად  იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეცდომები არჩაადენინო. ეს დიდი პოლიტიკური კულტურაა, რომლის გარეშეც მომავალი არ გვექნება.სწორედ ამიტომაა დასაწყები დიდი დიალოგი, სწორედ ამიტომაა საჭირო ქვეყნისმომავალზე ღია დიალოგის დაწყება, ხელისუფლების ეს მხრივ ძლიერი ნაბიჯი იქნებათვით დიალოგის პროცესი გვაჩვენებს, ვინ ვინ არის.

ჩვენ, „თეთრები“,  დიალოგისა და თანამშრომლობის გარდა, სხვა გზას  ვერც   ვხედავთ.ამაზე  უარის თქმას არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს.

ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დემოკრატიის მთავარი პრინციპის ერთგული:

ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას  ირჩევს და მართავს საზოგადოება,საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა!

ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით პირდაპირ და გულწრფელად. სიტყვა ხელისუფლებაზე დაპოლიტიკურ პარტიებზეა“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წყარო: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=32731

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *