რაც განათლებასა და კულტურაში ხდება, ამაზე ანტიქართულის წარმოდგენა შეუძლებელია

 

 222110_146438502091541_3385693_n“თეთრების“  ლიდერი თემურ შაშიაშვილი მეცნიერებასა და განათლებაში შექმნილ მდგომარეობას უმძიმესად მიიჩნევს.მისი თქმით, პარტია „თეთრების“ ძირითადი ბირთვს  სწორედ მეცნიერები შედგენენ. ამიტომ   განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქვამს ამ პრობლემებს. „თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის დიდი  მომავალი მხოლოდ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებას შეუძლია შექმნას, ამდენად განათლების პრობლემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს.

„  რაც განათლებასა და კულტურაში ხდება, ამაზე ანტიქართულის წარმოდგენა შეუძლებელიც კი გვგონია. გაუფასურებულია ეროვნული დიპლომი, სტუდენტობისა და ახალგაზრდობის პრობლემები თვითდინებაზეა მიშვებული. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი ახალგაზრდები უცხოეთის ბევრ ქვეყანაში უფასოდ სწავლობენ, მაშინ როცა საკუთარ ქვეყანაში, დღითიდღე იზრდება სწავლის გადასახადი, როცა მისი გადაუხდელობის გამო, უკვე ათიათასობით სტუდენტს შეჩერებული აქვს სწავლის უფლება. ეს მაშინ როცა, წლის განმავლობაში მარტო მერიები და გამგეობები რესტორნებში სადილობისათვის 20 მილიონის ფარგლებში რიცხავენ ბიუჯეტის ფულს, ხალხის ფულს… მაშინ როცა, სახელწმიფო ბიუჯეტიდან პარტიები 20 მილიონზე მეტ ლარს იღებენ ყოველწლიურად, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე მეცნიერებათა აკადემია“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი..

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

15.12.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *