უნდა დაიწყოს აკადემიური დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით

14

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.  ამ  დიალოგის ინიციატორი  ხელისუფლება უნდა გახდეს. ამისთვის ყველაზე კარგი დროა ეხლა. მოვიდა ახალი პარლამენტი, გვყავს ახალი მთავრობა, მათ უნდა მოძებნონ ძალა საკუთარ თავში, ასეთი დიალოგისათვის“.  – აცხადებს თეთრების ლიდერი.

მისი აზრით, ღია, მართალი, კომპეტენტური დიალოგის თანმდევი უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე ძლიერი ჯგუფის შექმნა, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უნდა ჩაუდგეს სათავეში, ან ეს ჯგუფი შეიძლება მოქმედებდეს მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით. ამ ჯგუფმა უნდა შეძლოს სამი რამ: პირველი-შეისწავლოს ქვეყნის პოტენციალი, უნდა მოახდინოს ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია რათა  ვიცოდეთ  რას ვფლობთ  და რისი გაკეთება შეიძლება. მეორე – გაკეთოს დღევანდელი მდგომარეობის მიუკერძოებელი, ღრმა, უაღრესად კოპმეტენტური ანალიზი.  მესამე – შეადგინოს კონკრეტული, რეალისტური პროგრამა, რომელმაც უნდა შეძლოს რეალურ მდგომარეობაში, მყოფ ქვეყანაში მისი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა.

„ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში იყოს ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე. წარსულს უნდა ჩაბარდეს  „რაც შემიძლია, ვაკეთებ“ განწყობა. ხელისუფლების მხრივ, მოქმედებაა საჭირო და არა თავის მართლების რეჟიმში ყოფნა“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *