თემურ შაშიაშვილი: ქვეყანაში მართვის სისტემაა ავადმყოფი

 

12„თეთრების“  ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით,, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი შესაძლებლობაა ქვეყანაში სისტემური ცვლილებები.

„მართვის სისტემაა ავადმყოფი და ამისი უპირველესი საფუძველი არის ის, რომ  ქვეყანა რეალურად, ბანკირის ფსიქოლოგიით იმართება. აქ საუბარია ფსიქოლოგიაზე და არა კონკრეტულ პიროვნებებზე. ნაცვლად ცივილიზებული საბანკო სისტემისა, მივიღეთ ასამდე ბანკირის მიერ თავსმოხვეული ველური, თვახედური საბანკო მონოპოლია, რომლიც ხელისუფლების შემწეობითა და მხარდაჭერით, მფარველობს საშუამავლო ფირმებს. ეს არის კორუფციის ახალი ფორმა, რომელიც ებრძვის მწარმოებელსა და მომხმარებელს.ხელისუფლება ამას არ უნდა ეგუებოდეს. ეს არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მისთვისაა საზიანო. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, -„გულახდილად გვინდა ვუთხრათ მთავრობას, თქვენ უკვე დაღუპული ხართ, თუ გჯერათ  იმ განმარტებების, რასაც აკეთებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.  თუ მართლა გჯერათ, რომ ლარის გაუფასურება  ხალხის ცხოვრების მაღალი დონითაა განპირობებული, თუ მართლა გჯერათ, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს ( შეწუხებული კი არა, მოსახლეობა უკვე დეპრესიაშია)… თუ მართლა გჯერათ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის  გადაწყვეტილება თქვენი საქმიანობის  ერთ-ერთი ყველაზე  დიდი წარმატებაა, თუ მართლა გჯერათ, რომ ამ საბანკო სისტემით, ან მოსახლეობას, ან ეკონომიკას ეშველება“

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

8.12.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *