(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: ჩვენ მოვითმინეთ ეს ბარბაროსული აქტი…

პარტია „თეთრები” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი” უცვლელად გთავაზობთ:

დღეს ნიკოლოზობაა, დიდი ქრისტიანული დღესასწაული. გამორჩეულად მოწყალე  წმინდანის ხსენების დღეს, ოდითგანვე ყველა ცდილობდა,  სათნოებით წარმოჩენილიყო და  სიბოროტე არ ჩაედინა. სამწუხაროდ, სწორედ ამ დღეს, 7 წლის წინ, ტერორისტებისათვის დამახასიათებელი  ფანატიზმით, ვანდალებისათვის დამახასიათებელი უმეცრებითა და გულქვაობით, სააკაშვილის ხელისუფლებამ მორიგი დანაშაული ჩაიდინა რწმენისა და ადამიანობის წინააღმდეგ: 2009 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, მიხეილ სააკაშვილის – ნიკოლოზის შვილის და ნიკოლოზის მამის ბრძანებით, ქუთაისში ააფეთქეს „დიდების მემორიალი”… ღამით, ვერაგულად განხორციელებულ ამ ვანდალურ აქტს დედა-შვილის სიცოცხლე  ემსხვერპლა… 

საზოგადოების ნაწილის, მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, ინტელიგენციის პროტესტს  მაშინ არ მოყოლია არანაირი რეაქცია, იქნებ იმიტომ, რომ საზოგადოების ფართო ფენებს მაშინ არ გასჩენიათ  პროტესტის ისეთივე  მძაფრი  შეგრძნება. ვანდალიზმი მაშინ დაუსჯელი დარჩა, დაუსჯელობამ კი ლოგიკური შედეგი გამოიღო – მომავალში არანაკლებ სისხლიანი ვანდალიზმის  აქტები  (თუნდაც 2011 წლის 26 მაისის  სისხლიანი დარბევა გავიხსენოთ). „ფილოსოფიურ ტრაქტატად” წოდებული მერაბ ბერძენიშვილის დიდებული ქმნილება დღეს აღარ არსებობს… 

დღეს ქვეყანაში სხვა რეალობაა. შეიცვალა ხელისუფლება. „ნაცმოძრაობის” ფაშისტური მმართველობა წარსულს ჩაბარდა. სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის მემორიალის ავტორი, დიდი ხელოვანი მერაბ ბერძენიშვილი. სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ კი ვერა და ვერ მისცა შეფასება ამ საზარელ დანაშაულს, დამნაშავეები კვლავ დაუსჯელები არიან…„თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილი ამ ტრაგედიის  მერვე წელს გამოეხმაურა   საკუთარ ფეისმუქის გვერდზე:  „ჩვენ    მოვითმინეთ ეს ბარბაროსული აქტი  და ამის ჩამდენი ყეყეჩების დარიგებას ვითმენთ“   “  – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=33694

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *