ეს შორეული 90-იანი წლებია, როდესაც არც შუქი იყო, არც გაზი და არც წალი…

leqciaთემურ შაშიაშვილი: “პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, იმ ფულით, რომელიც დღეს საქართველოს ბიუჯეტშია, მინიმუმ ხუთჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვინემ კეთდება. საამისოდ კი საჭიროა  ხელისუფალთა ნება, მეცნიერებაზე და მეცნიერებზე დაყრდნობით”

მძიმე 90 -იან წლებში, თემურ შაშიაშვილის იმერეთის გუბერნატორობის პერიოდში,  თბილისიდან უამრავი პროფესორი ლექციებს ქუთაისში კითხულობდა.

„მათ სამივლინებო თანხასაც ვაძლევდით და ხელფასი 10-15-ჯერ მეტი იყო, ვიდრე თბილისში. დიმიტრი უზნაძის სარეფორმო  პროგრამის შესაბამისად…“

ამ პერიოდში იმერეთში  ტარდებოდა საინტერესო ლექცია -სემინარები, ერთ-ერთ მათგანს იხსენებს ფეისბუქზე გიგა ხვინგია   

„ეს შორეული 90-იანი წლებია, მაშინ როდესაც არც შუქი იყო, არც გაზი და არც წალი, წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში, (ერთადერთ სასტუმროში, იმერეთში), ბატონ სოსო ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით და ორგანიზებით და იმერეთის გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის დახმარებით, საოცარი სემინარი ჩავატერეთ ჟურნალისტებისთვის. უბრალოდ ნახეთ ლექტორების რა შემადგენლობაა, ალბად გასაგებია თუ რა საინტერესო დებატები და დისკუსიები გვქონდა. გვყავდა ძალიან საინტერესი სტუმრები და მონაწილეები. სამწუხაროდ ყველას ვინაობა არ მახსოვს და ვერც მოვნიშნავ, მაგრამ ყველას დიდი მადლობა“.

იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი, დღეს პარტია “თეთრების” ლიდერი ამ პოსტს ასეთ კომენტარს უკეთებს

„კარგი ისტორია…ჩვენ ამას მართალი ჟურნალისტების გავლენის გაძლიერების მიზნით ვაკეთებდით და არა ხელისუფლებისადმი მონურად განწყობილთათვის…ბედნიერი ვარ, რომ ვქმნიდი მართალი ჟურნალისტიკის გარემოს და არ მჭირდებოდა მათი სიყალბე…ქვეყნისთვის უბედურებაა ხელისუფალი,რომელსაც ჟურნალისტის ეშინია და ასევე იბედურებაა ჟურნალისტი,,რომლისაც ეშინიათ…სიყვარულია სიმართლე და სიყვარულშია სიმართლე“

“თეთრების” ლიდერი დღესაც ხაზს უსვამს  რომ ქვეყნის გადარჩენის გზა სწორედ  განათლებასა და  ნიჭის ძალაუფლებაზე გადის . ხოლო მართალი, მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა  არის ჭეშმარიტი დემოკრატიის მთავარი საყრდენი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *