(newposts.ge)”კვირიკაშვილის შემცვლელი ივანიშვილს შერჩეული ჰყავს” – ვინ იქნება მომავალი პრემიერი

პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილს კვირიკაშვილზე მორჩილი პრემიერი სჭირდება, ამიტომ ხელს არ უწყობს ლარის დასტაბილურებას. როგორც შაშიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს ლარის ვარდნას არ გააჩერებენ მანამ, სანამ კვირიკაშვილს არ გაუშვებენ:„შთაბეჭდილება მრჩება, კვირიკაშვილის შემცვლელი ბატონ ბიძინა ივანიშვილს უკვე შერჩეული ჰყვს. ვფიქრო დიდი ალბათობით, საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება ერთი ისეთი კაცი, რომელიც ძალიან არის გაწაფული ტაშის დაკვრაში.

კვირიკაშვილის ბედი გადაწყვეტილია და ლარის ვარდნას არ გააჩერებენ მანამ, სანამ კვირიკაშვილა არ გაუშვებენ! როცა მოიყვანენ ახალ პრემიერს, აი მაშინ შეეცდებიან ლარის დასტაბილურებას.

კვირიკაშვილი მორჩილი კაცია, მაგრამ როგორც ჩანს ბატონ ბიძინას კიდე უფრო მორჩილი პრემიერი სჭირდება, რომელიც ამავდროულად, იქნება ტაშის დამკვრელიც!“- განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

წყარო “ასავალ-დასავალი”

http://www.newposts.ge/?l=G&id=128523-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%2C+%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%2C+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *