“თეთრების” საახალწლო მილოცვა: საქართველოს წარსულიც და მომავალიც რწმენასა და სიყვარულზე დგას

სულ მალე ჩვენს სამშობლოში ახალი წელი შემოაბიჯებს!

ეს პერიოდი  ყოველთვის  დიდ ადამიანურ განცდებთანაა  დაკავშირებული.   მარადიულზე,  ქვეყნაზე   მამულზე,  ოჯახზე  ფიქრის დროა.   გაჭირვებულებსა  და უპოვართათვის დახმარების გაწევის დროა.  კაცისთვის  ეს  პერიოდი ზნეკეთილობით  არის  სავსე.

„თეთრების“ საშობაო და საახალწლო განწყობაც ასეთია.

თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, თუ რამდენად  რთულია  დღევანდელ ობა  პრობლემებით  და    ხალხის სოციალური ყოფით დამძიმებულ საქართველოში .

ისტორიულად ინტელექტთან და მიწასთან, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ ქვეყანა დღეს  უდიდესი  გამოწვევების წინაშე დგას.   საქართველოს  ყველა  რესურსი აქვს, იყოს წარმატებული ქვეყანა.   გვაქვს უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი  ქვეყანაში  და ქვეყნის გარეთ. ასეთივე ადამიანური და ბუნებრივი რესურსები და მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი გეოგრაფიული რესურსი.

ისტორიულად  ქვეყანაში ეროვნული  სული და განწყობა სწორედ  მძიმე პერიოდებში  იწყებდა მძლავრობას.  ჩვენც  ეს გვაიმედებს.

 თეთრები“,  ქვეყნის წინაშე  უდიდესი გამოწვევების გამკლავების    ერთადერთ გზად დიალოგსა და თანამშრომლობას მივიჩნევთ.  ჩვენი  მთავარი მიმართულებაა  –  დაპირისპირება შეიცვალოს თანამშრომლობის ჰარმონიზაციით, შევკრათ  გათითოკაცებული სიკეთე დღეს ერთ მუშტად შეკრული ბოროტების  სიყვარულით დასამარცხებლადპრაქტიკულად, ეს არის დიდი ეროვნული თანხმობის გზა.

ამ გზაზე    მომავლის საქართველოს მთავარ საყრდენად  მეცნიერება და მოაზროვნე ადამიანები მიგვაჩნია  მთავარ ოპოზიციურ ძალად კი, ხალხი.    გვახსენდება უდიდესი მოაზროვნის, ბლეზ პასკალის სიტყვები: ხალხი და ბრძენკაცნიაი, საზოგადოების ქვაკუთხედი“ .  ჰაერივით გვჭირდება ეს ფორმულა მოქმედებაში.

სულ მალე   შობაახალი წელი დგება, ვულოცავთ სრულიად საქართველოს. ქართველობას მთელ მსოფლიოში, საქართველოს შვილებს და საქართველოს მეგობრებს, დედაეკლესიას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის იმედსახალგაზრდობას, ინტელიგენციას, მეცნიერებს, მასწავლებლობას… ვისურვებდით, გვეცხოვრა ეროვნული იდეით გაერთიანებულ…  ძლიერის დამფასებელ … ნიჭის ძალაუფლების ამღიარებელ  … ზნეობის ტყვეობაში მცხოვრებ    საქართველოს.  ვისურვებდით, რომ წყენა ამ წელში დარჩეს. საქართველოს წარსულიც და მომავალიც რწმენასა და სიყვარულზე დგას. ჩვენი გზაც ეს არის.

 

თეთრების” პოლიტიკური საბჭო

31 დეკემბერი, 2016 წელი 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *