(geomediatv)თემურ შაშიაშვილი:დონალდ ტრამპის მოსვლით მსოფლიოში ახალი ექოპა

11„თეთრების” ლ იდერი თემურ შაშიაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვას აფასებს როგორც „ბრწყინვალეს”. მისი თქმით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მსოფლიოში ახალი ეპოქა დაიწყო:

„აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა… საქართველოს ფსევდოლიბერალების ხედვით – ფაშისტური. მიმაჩნია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეპოქა დაიწყო და დაიწყო იგი არა თავად ტრამპმა, არამედ ამერიკელმა ხალხმა მისი არჩევით”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილი დადებითად აფასებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პირველ ბრძანებულებებს, განსაკუთრებით პატრიოტის დღის შემოღებასთან დაკავშირებით
„ტრამპმა პირველი ბრძანებულება პატრიოტიზმის დღის დაწესებასთან დაკავშირებით გამოსცა. დიდებულია! ეს რომ საქართველოში გვეთქვა, ფსევდოლიბერალები ფაშისტებად მოგვნათლავდნენ”, – აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერი პირველ საკადრო დანიშვნებსაც მეტად იმედისმომცემად მიიჩნევს.
„რატომ არის აშშ ძლიერი? მმართველობის საყრდენია პროფესიონალიზმი, გამოცდილება, პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნისადმი… იმიტომ, რომ ამერიკაში არ ირჩევენ უცნობს. ჩვენთან პირიქითაა, ირჩევენ უცნობს, გამოუცდელს, არაპროფესიონალს, არა საკუთარი ქვეყნის პატრიოტს, არამედ სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფის ერთგულს. დალაგებულ ქვეყანაში, აშშ-ში ირჩევენ გამოცდილების მქონე პროფესიონალს, ჩვენთან, დაულაგებელ ქვეყანაში, – გამოუცდელსა და არაპროფესიონალს. მაგარი კადრები მოჰყავს პრეზიდენტ ტრამპს, სახელმწიფო მდივნად რექს ტილერსონის წარდგენა, ამის კარგი მაგალითია”, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *