(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპი გადახედავს არასამთავრობოების დაფინანსებას

4„დონალდ ტრამპის    მოღვაწეობის პირველი დღეებიდანვე ჩანს, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი რადიკალურად აპირებს გადახედოს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პრიორიტეტებს”, – ამის შესახებ პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს მიესალმება.

შაშიაშვილი ტრამპის საინაუგურაციო მიმართვას ბრწყინვალეს უწოდებს და აცხადებს, რომ განსაკუთრებით მოეწონა ტრამპის მოწოდება, რომ  ამერიკა უნდა დაუბრუნდეს ამერიკელ ხალხს და ამერიკამ უპირველესად, საკუთარ თავს უნდა მიხედოს.

„თეთრების” ლიდერი მიესალმება ამერიკაში პატრიოტის დღის დაწესებას.

თემურ შაშიაშვილი იმედოვნებს, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაცია  ასევე  გადახედავს უცხო ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობოების დაფინანსებას.

დარწმუნებული ვარ, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ძალიან რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებს სხვა ქვეყნებში არასამთავრობოების დაფინანსებასთანდაკავშირებით, რადგან უამრავი თანხები იხარჯება ორგანიზაციების დაფინანსებაში, რომლებიც უხეშად ერევიან  სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და რეალურად ამ ქვეყნების დამონებას ემსახურებიან”,  –  აცხადებს შაშიაშვილი.

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=36194

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *