ეს მეტად  პრინციპული საკითხებია და მათზე სერიოზული მსჯელობაა საჭირო

 

momavlis qutaisi8 თებერვალი დავით აღმაშენებლის და დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეა.  „თეთრების“ ლიდერი საუბრობს ქუთაისზე, დედაუნივერსიტეტზე, დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობის გაგრძელებაზე.

ქუთაისის მომავალი დაკავშირებულია მეცნიერებასა და კულტურასთან. თავის დროზე,  დავით აღმაშენებელმა დაადგინა,   რომ გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი იქნება თბილისში, რადგან ასეთი იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობა, თუმცა,   ქუთაისში,  გელათში შექმნა კადემია. ანუ დავითმა ასევე დაადგინა, რომ ქუთაისი იქნებოდა განათლებისა და მეცნიერების ცენტრი. ამ გზით უნდა წავიდეს საქართველო. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას ქუთაისი გამოგვეცხადებინა საუნივერსიტეტო ქალაქად, –  აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.  მისი აზრით, ხელისუფლებამ    ნაუცბათევი გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისში 60 ათას სტუდენტზე გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე.

ახლის აშენებას,   დედაუნივერსიტეტის გაძლიერება სჯობს,   მით უფრო, რომ  ძირითადად ამ 60 ათასი სტუდენტიდან  80-90 პროცენტი      სავარაუდოდ აფრიკიდან  ან აზიიდან ჩამოვლენ. ეს კი იქნება  ქუთაისის, როგორც ეროვნული ქალაქის განადგურება!  

უნდა აშენდეს ახალი უნივერსიტეტი თუ დედაუნივერსიტეტის გაძლიერება სჯობს,    ამ თემაზე ფართო დისკუსიაა საჭირო მიაჩნია   თუმცა „თეთრების“ ლიდერის თუმცა მისთვის სულაც არ არის საკამათო რომ ქუთაისი ბიზნესისა და  განათლებისა   ცენტრი უნდა იყოს.  პარლამენტი კი დედაქალაქში უნდა იქნას გადმოტანილი.

ხმამაღლა და გამოკვეთილად ვამბობ. ქუთაისი უნდა იყოს ბიზნესის და საუნივერსიტეტო ქალაქი. ასევე ხმამაღლა ვაცხადებ, პარლამენტი არ უნდა იყოს ქუთაისში, იქ პარლამენტის ყოფნამ არაფერი არ შეცვალა. ქუთაისი უნდა იყოს ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი და საუნივერსიტეტო ქალაქი და არა  საპარლამენტო ქალაქი»

„თეთრების“ ლიდერი მეტად მტკივნეულად აღიქვამს ქუთაისის ცენტრში მაკდონალდსის მსენებლობის პერსპექტივას.

თავის დროზე, ქუთაისის მტავარ მოედანზე, სადაც დავით აღმაშენებლის ტაძრის აშენება გადავწყვიტეთ, გვთხოვეს კათოლიკური ტაძრის აშენების ნება დაგვერთო.  სოროსული მიმართულების ჯგუფები და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები ამაში იხდიდნენ 2 მილიონ დოლარს.  მაშინ ქუთაისის, საქართველოს ინტელიგენციასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, იქ  აშენებულიყო დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი. დღეს კი გვეუბნებიან, იმ ადგილას  მაკდონალდს ვაშენებთო! ესეთი სამარცხვინო მდგომარეობაა , –  აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

სამწუხაროდ,   არავინ ეთათბირება   მეცნიერებათა აკადემიას ახალი უნივერსიტეტის ქალაქის აშენების მიზანშეწონილობაზე. არავინ ეთათბირება ქუთაისის ინტელიგენციას  ქალაქის ცენტრში მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით…    ეს მეტად  პრინციპული საკითხებია და მათზე სერიოზული მსჯელობაა საჭირო,  – მიაჩნია „თეთრების“ ლიდერს.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

7.02.2017წ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *