(gmtv.ge)“რა კარგი იყო ბატონი ბიძინა პირველ პერიოდში! არ იყო ჩაფლული პოლიტიკურ ინტრიგებში…”

თემურ შაშიაშვილი

-რა კარგი იყო ბატონი ბიძინა პირველ პერიოდში! მომავლის პროგრამებზე ღიად საუბრობდა, არ იყო ჩაფლული პოლიტიკურ ინტრიგებში. ბრწყინვალე იყო… კარგი იყო… სრულიად სხვანაირად ჩანდა…

როგორც კი შეითრიეს უკადრის ომში, მისი ყველა გამოსვლა გახდა ვიღაცის ლანძღვა, ვიღაცის გინება, ვიღაცასთან დაპირისპირება…

ეს კატასტოფაა ქვეყნისათვის.… ქვეყნისათვის, რომლის ეროვნული იდეაა ისტორიულ საზღვრებში აღდგენილი და გაბრწყინებული საქართველო. ასეთი ქვეყნისათვის ბრძოლაში ერთი ქართველიც კი დიდი ფიგურაა, ერთი მოქალაქეც კი ჩვენი ქვეყნის დიდი ფიგურაა…

გაშალეთ პრესა, გაშალეთ გაზეთები. ის ასახავს რეალურ ცხოვრებას … და რაც წერია, თუ ასეთია რეალური საქართველო, ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის.

ბრძოლა ყველა ყველას წინააღმდეგ უნდა შეცვალოს ბრძოლამ – ყველა საქართველოსათვის. პრეზიდენტს შეიძლება ეპატიოს ყველაფერი, გარდა ერთისა – ეროვნული იდეის უარყოფა და ქართული ცნობიერებისადმი წინააღმდეგობა.

цнфкщЖ http://www.gmtv.ge/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *